უნგრეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი დახუროს
უნგრეთის ხელისუფლება აპირებს გაამკაცროს რეგულაციები, რომელთა მიხედვით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებული ინსტიტუტებისთვის უნგრეთში დიპლომებისა და აკადემიური ხარისხის გაცემა გართულდება. ამის შესახებ სამშაბათს, ადამიანური რესურსების სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა. სამინისტროს განცხადებით, უნგრეთში რამდენიმე უნივერსიტეტი არალეგალურად ოპერირებდა და ხელისუფლებამ დარღვევები აღმოაჩინა რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში.
ჯორჯ სოროსის ხელშეწყობითა დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა, პირდაპირ მათ წინააღმდეგაა მიმართული.
"აბსოლუტურად ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ არ გვაქვს პროგრამის აკრედიტაცია. ასევე ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ დავარღვიეთ ჩვენი ვალდებულებები საჯარო რეესტრის მონაცემებებთან დაკავშირებით", - აცხადებენ უნივერსიტეტში.
Hungarianfreepress-ის ინფორმაციით, აშკარაა, რომ პრემიერმმინისტრ ვიქტორ ორბანის ხელისუფლებას კონკრეტულად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი ღია საზოგადოება ჰყავს მიზანში ამოღებული.
ბლუმბერგის ცნობით, მანამდე, იანვარში, ორბანის პარტია სოროსის მიერ დაფინანსებული, მათ შორის, ადამიანის უფლებებსა და გამჭვირვალობაზე მომუშავე არასამთავრობოების ქვეყნიდან გაყრის ინიციატივით გამოვიდა.
სოროსის დაფინანსებულ ორგანიზაციებს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც ებრძვიან. 2015 წელს, ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ დაბლოკა იმ არგუმენტით, რომ ის ქვეყნის უსაფრთხოებასა და კონსტიტუციას უქმნიდა საფრთხეს. სოროსის ოფისი დახურა უზბეკეთის ხელისუფლებამ 2004 წელს. ისრაელის კანონმდებლებმა კი, გასულ წელს, მიიღეს კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს მათი შემოწირულობების წყაროს გამჟღავნებას ავალდებულებს. 86 წლის სოროსს აკრიტიკებენ აშშ-ის მემარჯვენე ჯგუფებიც.
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთის მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე.
1989 წელს, ორბანმა, მაშინ ანტი-კომუნისტმა ლიბერალმა სტუდენტმა თავად მიიღო სოროსისგან ოქსფორდში სწავლის დაფინანსება.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანი სოროსის ფონდს დაუპირისპირდა. 28 თებერვალს კი განაცხადა, რომ უნგრეთმა "უნდა შეინარჩუნოს თავისი ეთნიკური ჰომოგენურობა."
"ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის საერთაშორისო განათლების ახალი მოდელი, თანამედროვე ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკური გამოწვევების სწავლების ცენტრი, ღია და დემოკრატიული საზოგადოების შენების წყარო, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და ადამიანის ღირსებას," - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები