აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებები და დირექტორის პასუხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ თანამშრომელს, გადაცემა ჰეშთეგის ყოფილ წამყვანს, ნინო გორჯელაძეს, არხის ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიები აქვს. მისი თქმით, ის იძულებული იყო ტელევიზია დაეტოვებინა. გორჯელაძემ მენეჯმენტთან არსებული პრეტენზიების შესახებ 29 მარტს ფეისბუკის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.
გორჯელაძე ამბობს, რომ ტელევიზიის მენეჯმენტისგან ახალი ხელშეკრულების პირობების იმ საკითხებთან დაკავშირებით წარუდგინა მოსაზრებები, რომელთა შეცვლაც მას სურდა.
გორჯელაძე მოითხოვდა: სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობის ხელშეკრულებაში ჩადებას; გადაცემის გუნდის გაზრდას; ანაზღაურების 300 ლარით მომატებას; რვასაათიანი სამუშაო გრაფიკისა და უქმე დღეებში სამსახურეობრივი მოვალეობისგან გათავისუფლებასა და სამსახურსა და მის გარეთ, მათ შორის სოციალურ ქსელში ზნეობის საყოველთაო ნორმების შესახებ პუნქტის ამოღებას.
"როდესაც ხელშეკრულების პირობების უშუალო განხილვა და დაზუსტება დავიწყეთ, ყველაფერზე კატეგორიული უარი მხოლოდ მოქმედი დირექტორისგან მივიღე. მეორე დღეს მოქმედ დირექტორს ვაცნობე, რომ თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პუნქტები არ შესრულდებოდა შეუძლებელი იქნებოდა შემენარჩუნებინა ადამიანური სახე, არაფერს ვამბობ პროფესიულ ფორმასა და მით უმეტეს, განვითარებაზე," - ამბობს გორჯელაძე და დასძენს, რომ საუბარს გენერალური დირექტორისგან ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვები მოჰყვა და ეთერში შესვლა აუკრძალა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭრის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ტელევიზიაში ხელშეკრულებების პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს და თანამშრომლებისგან მოსაზრებებს ისმენენ. არხის მენეჯმენტი თანამშრომლების ხელშეკრულებებში ცვლილებების ასახვას ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ გეგმავდა. კაპანაძის თქმით, გორჯელაძესთან ხელშეკრულება მანამდე არსებული პირობების შესაბამისად ფორმდებოდა, რადგან სტრუქტურული ცვლილებები ჯერ არ იყო ასახული. სარედაქციო დამოუკიდებლობა კი, არხის დირექტორის თქმით, კანონით ისედაც დარეგულირებულია.
"ერთ-ერთი საკვანძო და ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემშლელი გარემოება იყო წინა მენეჯმენტის მიერ გაცემული დაპირება, სადაც საუბარი იყო ხელფასის ზრდაზე. სამწუხაროდ, ასეთი გაანგარიშება არ იყო ბიუჯეტში. თუ ხელფასების ნაწილზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება მოხდეს დონორთან ურთიერთობის ნაწილში. სხვა საჭიროებები იმდენად იყო გაწერილი, რომ ხელფასის მატებას ამ მიმართულებით არ გულისხმობდა," - ამბობს ნათია კაპანაძე, რომელიც დასძენს, რომ ხელფასისა და სამუშაო პირობების გარდა, ამ ეტაპზე ყველაფრის შესრულება შეიძლებოდა ახალი ხელშეკრულების პირობებში. მისი თქმით, გორჯელაძეს, ისევე, როგორც გუნდის სხვა წევრებს, უნდა ემუშავათ დღეში რვა საათი.
გორჯელაძემ აჭარის ტელევიზიის დატოვების შემდეგ კომპენსაციის სახით ხელფასის ორი თვის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ორ თვეზე მეტია გორჯელაძე ეთერში აღარ გასულა. მას ბოლო ეთერი აჭარის ტელევიზიაში 23 მარტს ჰქონდა. გადაცემა ჰეშთეგის წამყვანობამდე გორჯელაძეს აჭარის ტელევიზიაზე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები