რატომ გაუჩინარდა მიშელ პფაიფერი? - "ჰოლივუდმა ზურგი შემაქცია"
20 მაისს HBO-ს ეთერში ახალ სატელევიზიო ფილმის The Wizard of Lies პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.
ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ის ბერნარდ "ბერნი" მეიდოფის ამბავს მოგვითხრობს. მეიდოფს ბრალი 11 მუხლით ჰქონდა წაყენებული. 2009 წლის 12 მარტს მან აღიარა დანაშაული, რომელიც ასობით ინვესტორის მოტყუებას მოიცავდა. ინვესტორთა დანაკარგები ფედერალური გამომძიებლების გამოთვლით $65 მილიარდს აღემატებოდა.
ბრალდების წაყენების შემდეგ მეიდოფი საკუთარ პენტჰაუსში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ ის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ დანაშაულისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
HBO-ს ტელეფილმი მიშელ პფაიფერის ერთადერთი ახალი პროექტი არ არის. ის დარენ არანოვსკის ახალ ფილმში, დედა, ითამაშებს. მასთან ერთად, მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ედ ჰარისი და ხავიერ ბარდემი შეასრულებენ.
როგორც ხედავთ, მიშელ პფაიფერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აქტიურად უბრუნდება კინოკარიერას. გარდა ამ ორი პროექტისა, ის აგატა კრისტის დეტექტივის ეკრანიზაციაშიც მიიღებს მონაწილეობას. მიშელი აქამდე სამჯერ იყო ოსკარის ნომინანტი, თუმცა კინოაკადემიის მთავარი პრიზი ვერ აიღო.
"რა ჯანდაბა დაემართა მიშელ პფაიფერს?" ამ სათაურით სხვადასხვა ჟურნალებში არაერთი სტატია თუ მოსაზრება დაწერილა. "მე გავქრი" - არაერთხელ უთქვამს ეს ფრაზა თავად მსახიობს. ამის მიზეზად კი პირად ცხოვრებასა და ჰოლივუდში გამეფებულ სტანდარტებს ასახელებს.
რატომ ბრუნდება ფაიფერი 58 წლის ასაკში?
როგორც მსახიობი ამბობს, დარენ არანოვსკიმ არაჩვეულებრივი როლი შესთავაზა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კი ეს დაბრუნების საუკეთესო საშუალება იყო.
"კინოს სიყვარული არ დამიკარგავს. გადასაღებ მოედანზე თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში და ბევრად უფრო დაბალანსებული, საყვარელი და კარგი ვარ, როდესაც ვმუშაობ. დამიჯერეთ, ასეა", - ამბობს მიშელი.
"როდესაც ოჯახი გყავს, უფრთხილდები მას. აკვირდები რამდენი დრო დაგჭირდება გადაღებებისთვის, შეძლებ თუ არა ბავშვებისგან მოშორებით მუშაობას, აკვირდები ყველა დეტალს, დრო კიდევ უმოწყალოდ გადის", - უთხრა ჟურნალ Interview-ს პფაიფერმა.
დრო უმოწყალოდ გადის, მაგრამ პფაიფერის სილამაზე არ შეცვლილა. როგორც 2011 წელს ჟურნალ Elle-ს უთხრა, მისი გარეგნობის გამო ხშირად შეუთავაზებიათ როლები, ამის მაგალითად კი ბეტმენში ქალი კატას როლი მოჰყავს.
"დიდი პაუზა მქონდა და ძალიან მეშინია. არ დავმალავ, ჰოლივუდმა თავის დროზე გამრიყა, ზურგი შემაქცია და ახლა ჩემს კარიერასთან დაბრუნების მეშინია. გადასაღები მოედანი ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მზად არ ვარ. რაღაცებს ახლაც ვსწავლობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც წლების წინ გადასაღებ მოედანზე პირველად მოხვედრის დროს დამეუფლა და ახლა არ ვიცი, ვარ თუ არა მზად ამ გზის თავიდან გასავლელად. მეშინია ყალბი არ ვიყო", - ამბობს მსახიობი.
ყალბი? სავარაუდოდ მიშელმა არ იცის, როგორი ბედნიერია ხალხი მისი კინოში დაბრუნებით.
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები