საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 843 გვერდიანია და მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონაცემებს სხვადასხვა ჭრილში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მუშაობას პრობლემა ექმნებოდა რიგი მიზეზების გამო. ამ მიზეზებს შორის სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ინფორმაციის არ მიწოდებას გამოყოფს.

სახალხო დამცველის ანგარიშიდან On.ge ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ჯგუფების მიმართ გამოვლენილი დარღვევევბის შესახებ ინფორმაცია.