ოსკარი 2018 წელს შესაძლოა კვლავ ჯიმი კიმელმა წაიყვანოს
როგორც იცით, ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალს ახალი პროდიუსერები მაიკლ დე ლუკა და ჯენიფერ ტოდი ჰყავდა. სწორედ მათ უყურადღებობას მიაწერენ იმას, რომ წლევანდელი ოსკარი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე განხილვადი და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს, წარმდგენებს უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის კონვერტი შეეშალათ და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცერემონიალის რეიტინგმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ იკლო, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი ოსკარს 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მას 43 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.
სწორედ რეიტინგის დაცემა გახდა იმის მიზეზიც, რომ ოსკარის წაყვანა წელს ჯიმი კიმელს დაავალეს. არჩევანი მასზე ტელეარხ ABC-ის რეკომენდაციით შეჩერდა, რომელსაც დაჯილდოების ტრანსლირების უფლება 2028 წლამდე $75 მილიონად აქვს ნაყიდი. არხის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ სწორედ ჯიმი იქნებოდა ის, ვინც შეძლებდა მაყურებლისთვის ოსკარისადმი ინტერესი დაებრუნებინა. მოლოდინი არ გამართლდა, კიმელის მიუხედავად ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამერიკის კინოაკადემია კვლავ ფიქრობს, რომ 2018 წლის ოსკარი ჯიმის წააყვანინოს.
საერთო ჯამში ოსკარის ღამე წელს $55 მილიონი დაჯდა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ შოუს ღირებულება არ არის, ამ თანხაში შევიდა წინა საოსკარე კამპანიაც, რომლის ხარჯებიც $5-8 მილიონამდე მერყეობდა. ასევე სპეციალური პიარ კონსულტანტების ხარჯი, რომელთა ხელფასიც $10-15 ათასია, რეკლამები და პრომოები, რომელშიც $1.5 მილიონი იხარჯება; უცხოელი სტუმრებისა და მსახიობების მიწვევა სხვადასხვა ივენთებზე დასასწრებად, რაც კინოაკადემიას $900 ათასი უჯდება და ა.შ
უშუალოდ შოუს შესაქმნელად კი $44 მილიონი დაიხარჯა.
ამ ღირებულებაში შევიდა ნომინანტების ლანჩი - $500 ათასი, ოსკარის ღამის შემდგომი წვეულება რომელშიც $2 მილიონამდე დაიხარჯა, საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონია და შემდგომი საღამო - $865 ათასი, ლაივ შოუ ოსკარის ღამეს $22 მილიონი ან მეტი. ასევე შოუს პროდიუსერების მაიკლ დე ლუკასა და ჯენიფერ ტოდის ჰონორარი, თოთოეულს $100 ათასი, წამყვან ჯიმი ჯილემს კი $15 ათასი და ა.შ
რაც შეეხება უშუალოდ ჯიმი კიმელის წაყვანილ შოუს, გარდა იმისა, რომ ის დოლბის თეატრში შეკრებილ ვარსკვლავებს ჟელიბონითა და დონატებით გაუმასპინძლდა, არ დაავიწყდა არც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მისი თქმით ყოველწლიურად ლოს-ანჯელეს მხოლოდ იმ იმედით სტუმრობენ, რომ საყვარელ მსახიობებს ცოცხლად ნახავენ, თუმცა მათ ძალიან იშვიათად უმართლებთ.
სამაგიეროდ გაუმართლათ იმ ტურისტებს, რომლებიც ჯიმი კიმელმა დოლბის თეატრში მათი საყვარელი ვარსკვლავების გასაცნობად მიიყვანა. ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ტურისტული ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, უთხრეს, რომ ისინი მუზეუმის დასათვალიერებლად მიჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ დოლბის თეატრში ამოაყოფინეს თავი.
თუმცა რა თქმა უნდა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ამერიკის კინოაკადემია ჯერ მხოლოდ განიხილავს პროდიუსერებისა და წამყვანის კანდიდატურებს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია 2018 წელს დოლბის თეატრის სცენიდან სულ სხვა ადამიანი მოგვესალმოს.
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
კომენტარები