ნოვაია გაზეტა: ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ასზე მეტი გეი დააკავა, არიან მოკლულებიც
ღირსების მკვლელობა - ამ სათაურით, ჩეჩნეთში, გეების მასობრივ დაკავებასა და მკვლელობის შესახებ ნოვაია გაზეტამ სტატია პირველ აპრილს გამოაქვეყნა.
ნოვაია გაზეტას ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეების დაპატიმრების შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებაც, მისი წყაროები კი ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.
გამოცემის მტკიცებით, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და უპრეცედენტოდ ბევრმა წყარომ დაადასტურა, მათ შორის: ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში; რესპუბლიკის ხელისუფლობის ადმინისტრაციაში; უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ეფ-ეს-ბე); ჩეჩნეთის პროკურატურაში; და ბოლოს, ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების მიერ. რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს და მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს (რაც ძალიან იშვიათია) რესპუბლიკა დატოვეს. ზოგი კი მას შემდეგ წამოვიდა ჩეჩნეთიდან, რაც მათი მეგობრები და ნაცნობები დააპატიმრეს.
არც ერთ დაკავებულს თავისი სექსუალური ორიენტაცია არანაირი ფორმით არ გამოუხატავს, თუმცა ჩეჩნეთის ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორც არ უნდა დამალო, ასეთი ცნობები ძალიან სწრაფად ვრცელდება.
სოციალური ქსელების ჩეჩენი მომხმარებლები პანიკურად ტოვებენ დახურულ თემატურ ჯგუფებს მესენჯერებში, აუქმებენ საკუთარ ანგარიშებს. ამასთან, ზოგი, რისკის მიუხედავად, ცდილობს საფრთხის შესახებ სხვები გააფრთხილოს.
რაც შეეხება მსხვერპლთა ოჯახებს, საკმარისია მათ დაკავების მიზეზი შეატყობინონ, რომ ნათესავები ოფიციალურ ინსტანციებს პრეტენზიებით არ მიმართავენ. ახლობლების დაკავების თუ მკვლელობის შესახებ ფაქტებს კი გულმოდგინედ მალავენ.
"ღირსების მკვლელობის" ძველი ტრადიცია ჩეჩნეთში ჯერ კიდევ გავრცელებულია. ჩვეულება გულისხმობს ოჯახის სირცხვილის ჩამორეცხვას იმ ადამიანის მოკვლის გზით, რომელმაც სირცხვილი გამოიწვია.
ცნობილი მოსკოველი ლგბტ აქტივისტის, ნიკოლაი ალექსეევის გეგმები ჩრ. კავკასიაში გეი პრაიდების ჩატარების შესახებ მედიაში მოხვდა. ინფორმაციამ მთელი რეგიონის მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია, სადაც დემონსტრანტები დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო რგოლები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მკვლელობის მოწოდებებით.
სწორედ ამ დროს გაიცა ბრძანება "პროფილაქტიკური წმენდის" შესახებ, საქმე კი რეალურ მკვლელობებამდე მივიდა.
ნოვაია გაზეტა ამზადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესატან განცხადებას:
"ვაპირებთ, გამოძიებას გადავცეთ მოკლულთა პერსონალური მონაცემები (სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი) და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ექსჰუმაციის ჩატარება სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად."
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ხედა სარატოვამ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, მოგვიანებით, განაცხადა, რომ ჩეჩენი საზოგადოება "არ განიკითხავს" "ასეთი ადამიანებისადმი უკიდურეს ზომასაც კი".
"ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა, მაგრამ არც განვიხილავდი" - თქვა სარატოვამ. მე ჩეჩენი ვარ, მე ვცხოვრობ ამ საზოგადოებაში და ის რაზეც თქვენ საუბრობთ ომზე უარესია. გარწმუნებთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, თვითონ, ნებისმიერი უწყების გარეშე გააკეთებს ყველაფერს, რომ ასეთი ადამიანები არ ჩვენს საზოგადოებაში არ იყვნენ."
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსამსახურმა კი ნოვაია გაზეტას პუბლიკაციას "აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია" უწოდა.
"არ შეიძლება დააკავო და შეავიწროვო ადამიანი, რომელიც რესპუბლიკაში არ არის," - განაცხადა კამიროვმა, - "ჩეჩნეთში რომ ასეთი ადამიანები იყვნენ, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი დარდი არ ექნებოდა, რადგან თავიანთი ნათესავები გაგზავნიდნენ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან."
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები