აშშ-ს პრეზიდენტის ორმაგი გამოწვევა: დემოკრატები და ამბოხებული რესპუბლიკელი მემარჯვენეები
"გალოპის" კვლევაში ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 35 პროცენტი უჭერს მხარს, რაც ახალი პრეზიდენტისათვის დაბალი მაჩვენებელია. პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონის ვერშემდგარი გაუქმებისა და ჩანაცვლების შემდეგ, ტრამპი პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, პრეზიდენტმა ოპონენტებთან ურთიერთობების გადატვირთვა უნდა სცადოს.
როდესაც ახალი ენერგია სჭირდება, დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიის სათავეებთან დაბრუნება უყვარს. ცოტა ხნის წინ, ის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში გაემგზავრა და მხარდამჭერებს შეხვდა:
“ვაშინგტონში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფები ყველაფერს იღონებენ, რათა მოშლილი სისტემა ხელუხლებელი დარჩეს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან დიადი ამერიკული მემკვიდრეობა ჩვენ მხარეზეა."
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელთა შიდა დაპირისპირების გამო ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმება და ჩანაცვლება ვერ მოახერხა, ტრამპი ვითარების გამოსწორებას ცდილობს.
ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მცირე ხანია გასული. ამის მიუხედავად, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარ ბილ გალსტონს მიაჩნია, რომ შესაძლოა, პოლიტიკისა და სამოქმედო სტრატეგიის გადახედვის დრო იყოს:
“მან მნიშვნელოვანი მარცხი იწვნია. მარცხმა ის, შესაძლოა, დააფიქროს და საპრეზიდენტო კურსის შეცვლა გადააწყვეტინოს. შესაცვლელია სტრატეგია და ტაქტიკა და შესაძლოა, მთელი მიმართულებაც კი."
კრიტიკოსებს სურთ, ტრამპი უფრო "პრეზიდენტური" იყოს და ზურგი შეაქციოს ტვიტერით გატაცებას. ამ აზრს ეთანხმება მისი ყოფილი კონკურენტი ჯებ ბუში:
“ის ვერ გარდაიქმნა პრეზიდენტად, ისე, როგორც ხალხი ელის ხოლმე არჩეული კანდიდატისგან. ვფიქრობ, ეს პრობლემაა."
ოპოზიციონერმა დემოკრატებმა, მათ შორის, ტრამპის კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა, ჯანდაცვის ფრონტზე პრეზიდენტის მარცხის შემდეგ ძალა იგრძნეს:
“ჯანდაცვის [ახალი] კატასტროფული კანონის ჩავარდნა ყველა ამერიკელის გამარჯვება იყო."
ჯანდაცვის კანონის გარშემო ატეხილმა ხმაურმა ნათელი გახადა, რომ ტრამპს თავისივე პარტიის კონსერვატორი წევრების დაყოლიება არ შეუძლია, ამბობს რესპუბლიკელი სტრატეგი ჯონ ფიჰერი:
“ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა შეისწავლოს, თუ რა ძალაუფლება გააჩნია და ამავე დროს, თუ სად მთავრდება ის. პრეზიდენტი არაა დიქტატორი და არც - მეფე. ამიტომ როდესაც იტყვის "ახტით", კონგრესის ლიდერები არ ჰკითხავენ, "სადამდე?" ისინი ჰკითხავენ, "რატომ?"
პრეზიდენტებს, რომელთაც საკანონმდებლო წარმატებებს მიაღწიეს, პრეზიდენტობის დასაწყისში რთული გზის გავლა უწევდათ. ასე იყო ფრანკლინ რუზველტის, ჯონ კენედის, რონალდ რეიგანისა და ბარაკ ობამას შემთხვევაში.
ამჯერად ყურადღების ცენტრშია დონალდ ტრამპი. საკითხავია, შეუძლია თუ არა მას საკუთარ შეცდომებზე სწავლა.
“საკითხი ასე არ დგას, ახლად არჩეული პრეზიდენტები აღჭურვილნი არიან თუ არა სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით, რადგან ახალი პრეზიდენტების უმრავლესობას ეს ჩვევები არ გააჩნია. საკითხავი ისაა, აქვთ თუ არა მათ უნარი, დასაწყისში დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და აღებული მიმართულება შეცვალონ."
მიმომხილველები ამბობენ, რომ წინამორბედთა უმეტესობის მსგავსად, პრეზიდენტ ტრამპს ჯერაც არ გაუვლია საპრეზიდენტო კანდიდატიდან უმაღლეს მთავარსარდლობამდე გარდამავალი პერიოდი.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები