ამერიკის ელჩი გაეროში: აშშ მზადაა, სირიაში ომი საკუთარი ძალით შეაჩეროს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და სირიის მთავრობა უდანაშაულო მოსახლეობაზე ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო და განაცხადა, რომ თუ გაერო არ იმოქმედებს, ამერიკა მზადაა, თავისი ძალა გამოიყენოს სირიაში სამოქალაქო ომის შესაჩერებლად. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"გუშინ დილით, ჩვენ გამოგვაფხიზლა ბავშვების სურათებმა სირიიდან. მათ პირიდან დუჟი მოსდიოდათ, იტანჯებოდნენ კრუნჩხვებით და სასოწარკვეთილი მშობლების მკლავებში იწვნენ. ჩვენ ვნახეთ ბავშვების სიცოცხლეწართმეული სხეულები, რომლებიც რიგებად იწვნენ. ზოგი ჯერ კიდევ პამპერსით იყო. ქიმიური იარაღით თავდასხმის შედეგად რამდენიმე მათგანის ჭრილობები ადვილად შესამჩნევი იყო.
შეხედეთ ამ სურათებს. ჩვენ მათზე თვალებს ვერ დავხუჭავთ. ჩვენ საკუთარ თავებს არ უნდა მივცეთ უფლება, არ აიღონ მოქმედების პასუხისმგებლობა" - განაცხადა ჰეილიმ.
"რუსეთი მუდამ სხვებს ადანაშაულებს. აშკარაა, რომ რუსეთს, ასადსა და ირანს მშვიდობა არ სურთ. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ რუსეთი შეწუხდეს? ამერიკა სირიის მოსახლეობაზე გუშინდელ თავდასხმას ყველაზე სამარცხვინო ფაქტად აფასებს და კიდევ ერთ მტკიცებულებად, რომ სირიის მთავრობისთვის მისი მოსახლეობა არაფერს წარმოადგენს.
თუ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მათ ქიმიური იარაღის გამოყენება ავუკრძალოთ, მაშინ მის საზღვრებთან კონფლიქტს როგორ მოვაგვარებთ?
გაერომ მარცხი განიცადა თავისი მოვალეობის ერთხმად შესრულების დროს. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც თავად უნდა გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯები" - დასძინა მან.
სირიელი აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში, 4 აპრილს, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. აჯანყებულები და დასავლური სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ბომბები მომწამლავი ნივთიერებებით, ასადის რეჟიმმა, ან მისმა მოკავშირეებმა ჩამოაგდეს.
თავდასხმას ათეულობით მშვიდობიანი მოსახლეს სიცოცხლე ემსხვერპლა, მათი დიდი ნაწილი ბავშვია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები