ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ხელისუფლებისგან კრიზისის მოგვარებას მოითხოვენ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის საშუალებით ხელისუფლებას მიმართავენ. მათი გაფიცვიდან უკვე მე-10 დღე გავიდა და მოითხოვენ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩაერთონ.
ტყიბულელი მუშების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ტყიბულში გაფიცული დასაქმებულები მოვითხოვთ ტყიბულში მიმდინარე გაფიცვის პროცესში სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას კრიზისში შესული პროტესტის ნორმალიზებისთვის.
დღეს, ტყიბულში გაფიცვის პროცესის დაწყებიდან მე-10 დღეს, მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით. გაფიცვის მასშტაბების და სიმწვავის გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს.
სახელმწიფოსა და საწარმოს ჩარევისა და რეაგირების გარეშე გასული თითოეული დღე უფრო მეტად ამწვავებს ისედაც ჩიხში შესულ პროცესს და შესაძლოა არსებული უკმაყოფილება უკონტროლო პროცესში გადავიდეს. პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, დამდგარ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და საწარმოს, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივი პროცედურების ჭრილში განიხილავს და უგულვებელყოფს პროცესის სოციალურ მნიშვნელობას.
შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების და მუშათა მოთხოვნების დაუყოვნებლივი განხილვის მიზნით, ტყიბულის გაფიცული მუშები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებების პროცესის დაწყება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი;
- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
- საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი;
- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
დღეს დასახელებული თანამდებობის პირების მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ტყიბულში. წინააღმდეგ შემთხვევაში საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე",- ნათქვამია ტყიბულელი მუსების მიმართვაში.
მეშახტეები ხელმძღვანელობისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები