კანის ფესტივალის აღსანიშნავად L’Oréal სპეციალურ ტუჩსაცხს გამოუშვებს
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 70 წლის ხდება, პარფიუმერული კომპანია L’Oréal კი ფესტივალთან პარტნიორობის მეოცე წლისთავს აღნიშნავს.
სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, მაისში ფესტივალის პერიოდს სპეციალურად საიუბილეოდ შექმნილი ტუჩსაცხის გამოშვება დაამთხვიოს, რომელსაც Color Riche Red Carpet-ს დაარქმევენ, შეფუთვაზე კი კანის ფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს პალმის რტო იქნება გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ წელს კანის კინოფესტივალის საიუბილეო პოსტერზე ლეგენდარული მსახიობი კლაუდია კარდინალეა გამოსახული.
მოცეკვავე კლაუდია მომღიმარი სახით კანში ჩასულ სტუმრებს ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის დაწყების შესახებ ამცნობს.
"მიხარია და ამაყი ვარ, რომ კანის კინოფესტივალის სამოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავ პოსტერზე მე ვიქნები. ეს ფოტო ჯერ კიდევ იმ პერიოდშია გადაღებული, როცა რომში ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი კარიერა ასე წარიმართებოდა. მით უმეტეს იმას, რომ წლების შემდეგ ჩემი სახე ყველაზე დიდებული ფესტივალის სავიზიტო ბარათი იქნებოდა.", - ამბობს კარდინალე.
თუმცა ასე არ ფიქრობენ ფემინისტები, რადგან როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ კლაუდია უფრო გამხდარი გამოჩენილიყო, ვიდრე რეალურად იყო, მას სხეულის ფორმები შეუცვალეს.
"კლაუდია კარდინალე ერთ ბრუნში დაპატარავდა“, - წერს ფრანგული გამოცემა Libération.
"თუკი კლაუდია კარდინალე სილამაზის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ჩვენ ნამდვილად პრობლემა გვაქვს", - წერს გაზეთ Le Monde-ს ჟურნალისტი.
აჟიოტაჟს გამოეხმაურა თავად მსახიობიც და ამბობს, რომ პოსტერის გამო მისი ფორმების შეცვლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს.
"ფოტო იმიტომ შეცვალეს, რომ ის უფრო ჰაეროვანი გამხდარიყო და მე საოცნებო გმირად ვექციე. ასეთი შეშფოთებების მიზეზს ნამდვილად ვერ ვხვდები და როგორც ფემინისტი, ამ ქმედებას ქალის სხეულისადმი მიყენებულ შეურაცხყოფად ნამდვილად არ აღვიქვამ. მგონი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს იმისთვის, რომ განვიხილოთ. ეს უბრალოდ კინემატოგრაფიაა", - ამბობს კარდინალე.
კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.
"ძალიან ბედნიერი ვარ კანის 70-ე, საიუბილეო ფესტივალზე ასეთი საპატიო სტატუსით რომ ჩავალ. იმედი მაქვს ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად შევასრულებ. პირობას ვდებ, რომ საკუთარ თავს, სხეულსა და სულს შევწირავ ამ საქმეს, რადგან იყო კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე არის დიდი პრივილეგია და პატივი", - ამბობს პედრო ალმოდოვარი.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები