არასამთავრობოები: ქორწინების აკრძალვის შემთხვევაში, ლგბტ წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება უნდა ჰქონდეთ
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უარყოფითად აფასებს კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. NGO-ები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ გახშირებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების ფონზე, აღნიშნული ინიციატივა კი უფრო დაამძიმებს ლგბტ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას:
"ქორწინების თანასწორობის თეორიული შესაძლებლობის კონსტიტუციური აკრძალვით, საქართველო წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტთან."
ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის შემთხვევაში, NGO-ების აზრით, პარალელურად უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი:
"ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა. მივიჩნევთ, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი ფორმულირება "თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით." ასეთ შემთხვევაში, ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ეს ცვლილებები არ იქნება აღქმული, როგორც უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა და უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტიები (მემკვიდრეობისა თუ ქონებრივი უფლებები, ურთიერთრჩენის ვალდებულებები, პატიმრისა თუ ჰოსპიტალიზებული პარტნიორის მონახულების უფლება და სხვა)."
ამასთან, არასამთავრობოების განცხადებით, თანასწორობის რეალური უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების ჩამონათვალი ნათლად მოიცავდეს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- თანასწორობის მოძრაობა
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- კავშირი "საფარი"
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
გეი ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მიუხედავად ამისა, გასული წლების განმავლობაში თება არა ერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციების საგანი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები