თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო სტრატეგია მის ფინანსურ შესაძლებლობებზეცაა დამოკიდებული.
"ხშირად მსმენია კრიტიკა, თითქოს ფლოტზე ან ავიაციაზე უარს ვამბობთ, არაფერზე არ ვამბობთ უარს, პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე. ფინანსური შესაძლებლობები ჯობია მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს" - განაცხადა მინისტრმა.
იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვისთვის აუცილებელი სტრატეგია აგვისტოს ომის გამოცდილებიდანაც უნდა გაითვალისწინოს:
"რუსეთის ომმა, სწორედ ეს გვაჩვენა, შეიძლება გყავდეს ბომბდამშენები, რამდენიმე ერთეული ათეული, მაგრამ, თუ მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, თუ აეროდრომების ინფრასტრუქტურა დაცული არ არის, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი.
ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებიდან და ვაკეთებთ ამას პასუხისმგებლიანად, რადგან ეს თანხები, რაც უწყებას აქვს, არის გადამხდელისგან მობილიზებული თანხები და პირველ რიგში, მოქალაქეს, ვინც ამ თანხებს იხდის, აქვს ლეგიტიმური კითხვა და მოთხოვნა, ჩვენს მიმართ, რამდენად ვიქნებით დაცული ომის შემთხვევაში, რამდენად ვიქნებით დაცული კრიზისის შემთხვევაში".
იზორიას თქმით, მომავალ კვირას ის საფრანგეთში თავის კოლეგას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, შეხვდება, სადაც ის ანტისაჰაერო სისტემის შეძენაზე მოლაპარაკებებს გამართავს:
"17-18 აპრილს საფრანგეთში ვიქნები, სადაც ანტისაჰაერო სისტემის შეძენის, იმპლემენტაციის გეგმებს განვიხილავთ, აქტიურ ფაზაში შევდივართ 2017-2018 წლებში. ჩვენ ამის მზაობა და ამის პრინციპული პოზიცია დავაფიქსირეთ. უპრეცენდენტოდ კარგი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან".
იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, ერთიანი სტრატეგიები უნდა ჰქონდეს, რაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციას გულისხმობს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა თქვა, საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის პარალელურად, გადაამზადებენ 40-მდე პირს, რომლებიც შეძლებენ ამ სისტემის მართვას. გარდა ამისა, სამინისტრო გეგმავს სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები