Boeing ეკონომიის მიზნით 3D პრინტერით შექმნილი ნაწილების გამოყენებას გეგმავს. ტიტანის ნაწილები, რომლებიც Dreamliner 787-ის წარმოებაში იქნება გამოყენებული, ნორვეგიული კომპანიის Norsk Titanium-ის მიერ შეიქმნება.

აღნიშნული ნაწილები პირველი სტრუქტურული ნაწილებია, რომელთა გამოყენებაც აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ დაამტკიცა. 3D პრინტერით შექმნილი ნაწილები ავიატრანსპორტის წარმოებისას აქამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ მცირე კომპონენტების შესაქმნელად.

ფოტო: Norsk Titanium

Norsk Titanium-ის წარმოებული კომპონენტების საშუალებით, ბოინგი, დრიმლაინერების წარმოებისას, $2-3 მილიონს დაზოგავს.

კომერციული ავიატრანსპორტის წარმოებაში ძირითადად ალუმინი გამოიყენება, რომელიც ტიტანზე შვიდჯერ უფრო იაფია, მაგრამ ახალი თვითმფრინავების აწყობისას ბოინგი მსუბუქ და ბევრად უფრო მყარ ტიტანს ირჩევს. სწორედ ამიტომაა ამ კომპანიისთვის ნებისმიერი რაოდენობის ეკონომიას უდიდესი მნიშვნელობა.