ნარმანია ნაზღაიძის საქმეზე: დარწმუნებული ვართ, რომ მოვიქეცით კეთილსინდისიერად
საკრებულოში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, თბილისის მერს, დავით ნარმანიას კითხვა დაუსვეს მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადაცემის საკითხზეც. ნარმანია აღნიშნულ საკითხს ოპონენტების მერ აგორებულად მიიჩნევს:
"ეს (ნაზღაიძის საქმე) ოპონენტების მიერ სპეციალურად შექმნილი სახელია. ჩემთვის ეს არის მოქალაქე ჩოხელის საქმე.
როცა მოქალაქემ მოგვმართა, ჩვენ შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული, მართლაც ძალიან დაზარალებული მოქალაქის ტერიტორიის მონაცვლეობასთან დაკავშირებით და დანაკლისის კომპენსირებასთან დაკავშირებით. ის, თუ მას სხვა ვინმესთან რა ვალდებულებები ჰქონდა და რა პასუხისმგებლობა ჰქონდა, ეს არის მეორე საკითხი, რაც არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არ ყოფილა.
რატომღაც არავის გახსენებია, რომ იმავე წესით ჩვენ ადგილი მოვუნაცვლეთ მოქალაქე ელიზბარაშვილებს, რომელთაც იმაზე მეტი ტერიტორია მოუნაცვლდათ, ვიდრე მოქალაქე ჩოხელს მიეცა საერთო ჯამში.
თუ ჩვენ არ მივცემდით, ჩვენი ოპონენტები იტყოდნენ, რომ დაზარალებულია მოქალაქე, მერია არ აძლევს მოქალაქეს, მოქალაქე არის დაჩაგრული და ა.შ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიქეცით კეთილსინდისიერად. გვერდში დავუდექით დაზარალებულ მოქალაქეს.
ასე რომ, თუ ვინმეს რაიმეში ეპარება ეჭვი, საკითხი შესაბამისი გამოკვლევისთვის არის სამართალდამცავ ორგანოებში. ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოტანილ დასკვნას."
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა საჯარო რეესტრიდან საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ხელშეკრულებები შეისწავლეს. მათი მტკიცებით, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმამ, ზვიად ნაზღაიძემ, ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად, მილიონი ლარი იმ მიწის ნაკვეთისთვის მიიღო, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა და რომლის ღირებულებაც რეალურად 23 ათას ლარს შეადგენდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რეალურად, ხელისუფლებამ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის წევრს ქონება იმიტომ გადასცა, რომ მოსამართლეს მათი სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო რუსთავი 2-თან დაკავშირებით. საქმეზე კვლევა ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. მათი თქმით, საქმეში არსებული ეჭვები საკმარისია გამოძიების დასაწყებად.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები