AFP-ის ცნობით, გერმანიაში, საფეხბურთო კლუბ ბორუსია დორტმუნდის ავტობუსის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, მაშინ როდესაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის თამაშაზე მიდიოდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთო ფეხბურთელი მარკ ბარტრა, რომელიც სავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი უსაფრთხოდ არიან.

დორტმუნდის პოლიციის ცნობით, სულ სამი აფეთქება იყო, რომელთა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დორტმუნდის ბორუსიას ფრანგულ მონაკოსთან უნდა გაემართა მატჩი. კლუბმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ თამაში 12 აპრილამდე გადაიდო.