ბიბილოვი იგებს, კოკოითი ძალაუფლებას იბრუნებს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები ანატოლი ბიბილოვმა მოიგო. მას უკვე მიულოცა გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იმის მიუხედავად, რომ კრემლი მხარს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედ ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს უჭერდა.
მოსკოვში ცდილობენ ახსნა მოუძებნონ იმ ფენომენს, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატების დამარცხება ჰქვია. ასე მოხდა 2004 წელს, როცა დე ფაქტო აფხაზეთში, პუტინისა და რაულ ხაჯიმბას ერთობლივი პლაკატები გამოჩნდა, არჩევნებში კი სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა.
იგივე განმეორდა 2011 წელს, მაშინ მოსკოვმა აქცენტი სერგეი შამბაზე გააკეთა, პრეზიდენტად კი ალექსანდრე ანქვაბი აირჩიეს. იმავე 2011 წელს, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან ფოტო ანატოლი ბიბილოვმაც გადაიღო, თუმცა არჩევნები, რომელიც მოსკოვმა შემდეგ საერთოდ გააუქმა, ალა ჯიოევამ მოიგო.
ოსების ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის იზოლაციამ (პუტინის თანაშემწე სურკოვის მიერ), კრემლში აუდიენციამ და პრეზიდენტ პუტინთან გადაღებულმა ფოტომ 2017 წლის 9 აპრილს, ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა.
რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ოკუპირებული რეგიონის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ცხინვალში სპეციალურად თიბილოვის მხარდასაჭერად მიავლინეს, ამბობს, რომ ბიბილოვის გამარჯვებით, ცხინვალში ძალაუფლება ისევ ედუარდ კოკოითის კლანმა დაიბრუნა:
"მიმაჩნია რომ ექს-პრეზიდენტ კოკოითის მოქმედება არის უკანონო და მან ისევ მოატყუა ხალხი. როგორც კი მიხვდა რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვეღარ გახდებოდა კოკოითმა მიმართა თავის მომხრეებს და ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანუ განმეორდა იგივე სურათი, რაც 2011 წელს ვნახეთ, კოკოითის მემკვიდრე ანატოლი ბიბილოვი გახდა."
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სულ 32 736 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. დამატებით 7 464 ბიულეტენი კი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილი საარჩევნო უბნებისთვის იყო განკუთვნილი.
წინასწარი ინფორმაციით, ბიბილოვმა ხმების - 57% მიიღო (დაახლოებით 18 234 ხმა), თიბილოვმა - 30% (9 769 ხმა) და გაგლოევმა - 11% (3 581 ხმა), მოსახლეობის აქტივობამ - 81% შეადგინა. საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალურ შედეგებს მხოლოდ 14 აპრილს გამოაცხადებს.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმიც გაიმართა, ამომრჩეველთა 78%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა, რომ სამხრეთ ოსეთს დასახელებაში ალანიას სახელმწიფო დაემატოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ რუსეთი ამ სამარცხვინო, ანტიქართული ფსევდო აქტით, ისტორიის ტოტალურ გაყალბებას და ძირძველი ქართული მიწების მიტაცებას აგრძელებს:
"ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწა-წყალზე არავითარი სამხრეთ ოსეთი და არავითარი ალანია არ არსებობდა. არსებობს ევროპელი კარტოგრაფების რუკები 17-18 საუკუნეების, სადაც ეს ნათლად ჩანს. რუსეთი და სეპარატისტები აგრძელებენ იმ ხაზს, რაც არის საშინელი უკანონობა და ისტორიული უსამართლობა."
რეგიონის ახალი დე ფაქტო ლიდერი, ოთხი შვილის მამა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვი ცხინვალელია. რვა კლასი მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, სამი წელი კი თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სკოლა-ინტერნატში ისწავლა. ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ქართული ენა.
სამხედრო კარიერა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში დაიწყო. სხვადასხვა წლებში მსახურობდა, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის "სამშვიდობო ძალებში", ჯერ ფსკოვის დივიზიის, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის შემადგენლობაში.
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ედუარდ კოკოითმა ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრად დანიშნა. 2011 წელს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა, თუმცა, მოსკოვისა და კოკოითის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად დამარცხდა.
2014 წელს ერთიანი ოსეთისა და რუსეთთან შეერთების ლოზუნგით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და "ნიხასის" სპიკერი გახდა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოში, აქტიურად მონაწილეობდა ცხინვალის დაცვაში.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბარანკევიჩი ამტკიცებს რომ ეს სიცრუეა. საარჩევნო კამპანიის დროს ცხინვალელი ოპონენტები ასევე მიუთითებდნენ, რომ ბიბილოვს გაყალბებული აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი.
დაჯილდოებულია რუსეთის "მეგობრობის ორდენით". 2015 წელს, ოფიციალურმა კიევმა ანატოლი ბიბილოვი იმ პირთა შავ სიაში შეიყვანა, რომლებიც "უკრაინის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან".
ოკუპირებული ანკლავის "ლიდერები" (1990-2017)
- ტორეზ კულუმბეკოვი 1990-1991
- ლუდვიგ ჩიბიროვი 1993-2001
- ედუარდ კოკოითი 2001-2011
- ვადიმ ბრონცევი 2011-2012
- ლეონიდ თიბილოვი 2012-2017
- ანატოლი ბიბილოვი 2017-დან
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები