სტოლტენბერგი: მზად უნდა იყო ბიუჯეტის გასაზრდელად, როდესაც დაძაბულობა იზრდება
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენსს სტოლტენბერგმა და აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ნატოს მნიშვნელობაზე, ასევე მისი დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
სტოლტენბერგის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო ქვეყნების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების ტენდენცია, ახლა კი სახელმწიფოები პირიქით, ზრდიან თავდაცვის დაფინანსებას. მისი თქმით, თავდაცვის დაფინანსების გაზრდა ნატოს წევრთა უსაფრთხოების ინტერესში შედის:
"თუკი შენ ნაკლებს ხარჯავ თავდაცვაზე როდესაც დაძაბულობა მცირდება, მაშინ შენ მზად უნდა იყო, რომ გაზარდო ბიუჯეტი, როდესაც დაძაბულობა იზრდება. და ახლა დაძაბულობა გაზრდილია."
ტრამპმა და სტოლტენბერგმა თქვეს, რომ ნატოს წევრებმა თავდაცვის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე უნდა გაზარდონ, რათა თანაბრად მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხოების გამტკიცებაში.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა აშშ–ს ნატოს გვერდში დგომისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერების მნიშვნელობაზე. კერძოდ, 2016 წლის ივლისში ნატომ ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონი განათავსა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ეს იყო ცივი ომის შემდეგ უპრეცენდენტო ნაბიჯი, რადგან მას შემდეგ პირველად გახდა საჭირო ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება. მისივე განმარტებით, ეს არის "თავდაცვითი ღონისძიება."
ტრამპმა და სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრეს სირიაში შექმნილ კრიზისზე. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, ქიმიური იარაღის გამოყენება ასადის რეჟიმის მიერ, რასაც უდანაშაულო მოსახლეობა ემსხვერპლა, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-ს საჰაერო იერიშებს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ისიც, რომ ტრამპმა ნატოე ნათქვამი ფრაზა, რომ ეს ალიანსი მოძველებულია, უკან წაიღო:
"მე ვთქვი, რომ ნატო მოძველებულია. თუმცა, ის უკვე აღარ არის მოძველებული".
სტოლტენბერგ-ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები