უკვე ცნობილია ვინ იბრძოლებს კანის ფესტივალის მთავარი პრიზისთვის
რამდენიმე წუთის წინ კანის კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ის ფილმები დაასახელეს, რომლის ნახვასაც კანში ჩასულ სტუმრებს ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ცხრამეტი ფილმი შეეცილება, მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი HAPPY END და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არიან ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.
ოსკაროსანი ფრანგი რეჟისორის მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმში Redoubtable, რომელიც ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფრანგი კინორეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ლუი გარელი ასრულებს.
ფილმის სიუჟეტი გოდარის ცხოვრების იმ ეპიზოდს ეხება, როდესაც მას გადაღების დროს 17 წლის მსახიობი, ანა ვიაზემსკი შეუყვარდა, მოგვიანებით კი მისი მეუღლე გახდა.
ფილმები, რომლებიც ფესტივალის მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ:
- Ismael’s Ghosts - Arnaud Desplechin
- Loveless - Andrey Zvyagintsev
- Good Time - Benny Safdie and Josh Safdie
- You Were Never Really Here - Lynne Ramsay
- A Gentle Creature - Sergei Loznitsa
- Jupiter’s Moon - Kornél Mundruczó
- L’Amant Double - François Ozon
- The Killing of a Sacred Deer - Yorgos Lanthimos
- Radiance - Naomi Kawase
- The Day After - Hong Sang-soo
- Le Redoutable - Michel Hazanavicius
- Wonderstruck - Todd Haynes
- Rodin - Jacques Doillon
- Happy End - Michael Haneke
- The Beguiled - Sofia Coppola
- 120 Battements Par Minute - Robin Campillo
- Okja - Bong Joon-ho
- In the Fade - Fatih Akin
- The Meyerowitz Stories - Noah Baumbach
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი ასევე დეივიდ ლინჩის ტვინ პიქსის ახალი სეზონის ორ სერიასაც იხილავს, რომლის პრემიერაც ამერიკაში 21 მაისს შედგება.
კანის კინოფესტივალზე ვანესა რედგრეივი მის სადებიუტო ფილმ Sea Sorrow-ს წარუდგენს მაყურებელს, ასევე შედგება კრისტენ სტიუარტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Come Swim პრემიერაც.
სხვა ჩვენებებსა და პრემიერებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ კანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოთ.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი იზაბელ იუპერი კი პროგრამა Women in Motion-ის წლევანდელი სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იუპერი ფესტივალს მნიშვნელოვანი მისიით დაესწრება - ის კანში ჩასულ ქალ კინოხელოვანებს კინოინდუსტრიაზე დაელაპარაკება.
კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები