სიგარეტი ყოველწლიურად საქართველოში 11 ათას ადამიანს კლავს
საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე დგას. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ახალი ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა შენობა-ნაგებობაში, საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროს გარდა, თამბაქოს მოწევა აიკრძალება.
აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, ტროლეიბუსში, მეტროში, მატარებელსა და გემზე სიგარეტის მოწევა 5 ლარიანი ჯარიმით დაისჯება, თვითმფრინავში კი 500 ლარიანი ჯარიმით. (გამონაკლისი მხოლოდ ტაქსი და კატერია - ზ.წ)
10 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული მათთვის ვინც სიგარეტს ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების (უნივერსიტეტი, სკოლა, ბაღი) შენობაში ან ტერიტორიაზე მოწევს. ეს შეზღუდვა ეხებათ ბიბლიოთეკებს, ბავშვთა ცენტრებს, ახალგაზრდულ ბანაკებს და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს.
მოწევა ასევე სრულად აიკრძალება სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიის შენობა-ნაგებობებსა და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელი სადგურების სიახლოვეს, სტადიონების ტერიტორიის 50%-ზე და სასტუმროების ნომრების 80%-ში. ამ აკრძალვის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე -500, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იკრძალება, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს:
„ჩვენს ვცხოვრობთ სიტუაციაში, როცა თამბაქოს გამო წელიწადში 70 000 დაავადება ვითარდება და 11 000 ადამიანი კვდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოში 260 000 ადამიანი გარდაიცვალა 15 წლით ადრე. ვიდრე უნდა მომკვდარიყო;
თამბაქოს გამო 20 000 ბავშვი არ დაიბადა; 20 მილიარდი პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას, ბოლო 27 წლის მანძილზე, 6 მილიარდი ლარი გავიდა ქვეყნიდან გარეთ, თამბაქოს შესაძენად; რომ არა თამბაქო, საქართველო დღეს უფრო მდიდარი და ხალხმრავალი ქვეყანა იქნებოდა.“
ახალ პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს მედიცინის საზოგადოება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით, თამბაქოს მოხმარების კუთხით, რუსეთის შემდეგ, საქართველოს მეორე ადგილი უკავია და ჩვენს ქვეყანაში, სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 22% თამბაქოს უკავშირდება.
მიუხედავად იმის, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე, 5 ჯერ გაძვირდა, თამბაქოს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 31% მოიხმარს, მათ შორის, მამაკაცების - 57% და ქალების - 7%. მოსახლეობის 38,8% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას სახლში ყოველდღიურად განიცდის; რაც მთავრია, მწეველობის გავრცელებას, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში მზარდი ტენდენცია აქვს.
Global Youth Tobacco Survey-ის მონაცემებით, საქართველოში 13-15 წლის მოსწავლეთა 7% სიგარეტის აქტიური მწეველია; 42% - განიცდის თამბაქოს მეორად ზემოქმედებას სახლში, 55% და 51% საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ და ღია ადგილებში; 54% აღნიშნავს, რომ მოწევის ფაქტს სკოლის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შესწრებია.
ESPAD-ის ცნობით, 16 წლის მოსწავლეთა შორის, საქართველოში მწეველობა 18% იყო. მოსწავლეთა 21%-მა მოწევა 13 წლის ან უფრო პატარა ასაკში სცადა. კვლევისას 60%-მა თქვა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ან ძალიან ადვილია. NCDC-IDRC-ს ცნობით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო ობიექტების 92% ვაჭრობს, ასეთი ობიექტების 85% კი სკოლებიდან 50 მეტრის სიახლოვეს არის განლაგებული.
თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, აიკრძალება თამბაქოს ღერებით გაყიდვა, ხოლო 18 წლამდე პირისთვის სიგარეტის მიყიდვა 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს დაკარგავს 2016 წელს, სიგარეტზე აქციზითა და დღგ-ს სახით, ბიუჯეტში 749 მილიონი ლარი შევიდა. თუმცა, ასე არ ფიქრობს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე:
„თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, დაახლოებით, მილიარდი ლარი იხარჯება. ანუ უფრო მეტი თანხა გადის ჩვენი ჯიბეებიდან იმისთვის, რომ რამოდენიმე თვით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუ, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სხვა დანაკარგებსაც დავითვლით, შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას ზარალი ათჯერ უფრო მეტია.“
კანონპროექტით გათვალისწინებულია „გარდამავალი პერიოდი“: 2018 წლის 1 იანვრამდე, კაფე-ბარებში, რესტორნებში, კლუბებსა და სამორინეებში, მეპატრონეებს უფლება აქვთ გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი, რომელიც დაწესებულების საერთო ფართის 50%-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს.
საჯარო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებში, მარკეტებში, კერძო ოფისებში, ქარხანა-ფაბრიკებში, საწყობებსა და ტერმინალებში კი მოსაწევი ადგილისთვის, საერთო ფართის მხოლოდ 5% არის განსაზღვრული. ის კედლით უნდა იყოს გამიჯნული დანარჩენი შენობისგან და გააჩნდეს კარგი ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.
ჯერჯერობით, ყველაზე დიდ კრიტიკას კანონპროექტის ის მუხლი იწვევს, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე, დამზადებული ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, სიგარეტის მოხმარების დემონსტრირების სრულად დაფარვას ითხოვს. ოპონენტთა აზრით, ასეთი პრაქტიკა გავრცელებულია ისეთ არათავისუფალ ქვეყნებში, როგორებიც ირანი, ინდონეზია ან ტაილანდია (ა.შ) და ცენზურის საფრთხეს შეიცავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გუშინ გავრცელებული სპეციალური განცხადებით, საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდეს და არ დაუშვას პარლამენტში ისტორიული ცვლილებების დაბლოკვა.ცენტრის ინფორმაციით, „კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წინ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სირთულეები, რამეთუ თამბაქოს ინდუსტრია სერიოზულად ეწინააღმდეგება მათ მიღებას. ისინი არაფერს არ ერიდებიან და ღიად თუ ფარულად ცდილობენ ჩაერიონ და მართონ პროცესები.“
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები