2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 23,5 პროცენტით გაიზარდა. წელს, მარტში შემოსული ფულადი ნაკადის მოცულობა 112 მილიონი ამერიკული დოლარი (276,6 მლნ ლარი) იყო. ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე მონაცემებს 21,3 მლნ დოლარით აჭარბებს. ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2017 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16,6 მლნ აშშ დოლარი (41,6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 16,3 მლნ აშშ დოლარი (39,6 მლნ ლარი) იყო.