რუსეთის დამოკიდებულებას კონფლიქტის ზონაში ველურობას უწოდებენ
კონფლიქტის ზონაში რელიგიურ დღესასწაულებს სხვა ტკივილი ახლავს. ჩვეულებრივობა აქ ფუფუნებაა. რაც ხელმისაწვდომია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყოველი მორწმუნესთვის, აკრძალული და შეზღუდულია კონფლიქტის ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეფექტიანად აკონტროლებს და საქართველოს მსგავსად ქრისტიანული ქვეყანაა, ერთე-რთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნის უფლებას ერთმორწმუნე, მშვიდობიან ადამიანებს მაინც არ აძლევს.
აღდგომის მეორე დღეს, ტრადიციულად, გარდაცვლილებს მიაგებენ პატივს და საფლავებზე გადიან. ამ ტრადიციას საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონფლიქტის ზონაში კი ახლობლების, მეგობრებისა თუ წინაპრების საფლავების მონახულება დიდი ფუფუნებაა. რუსეთი ამ უფლებას არ გასცემს. ეგრეთ წოდებული, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ საფლავებზე ნათესავები გასვლას ვერ ახერხებენ. ეს საკითხი მუდმივად წამოიჭრება ხოლმე საერთო შეხვედრებზე, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ტარდება, ასევე ჟენევაში, მაგრამ რუსეთი შეუვალია.
კონფლიქტის ზონაში ეს ტკივილი უჩინრად არსებობს. ის საერთოა თითქმის ყველა ოჯახისთვის, რომელიც იქ ცხოვრობს და რომელიც დევნილად იქცა. ეს ხმავერმიწვდენილი საფლავების გამო არსებული სევდაა. მაგრამ კიდევ უფრო ღრმა და უფრო მწვავე, ვიდრე უბრალოდ სევდა.
ადამიანები, ვინც "ამერიკის ხმამ" ჩაწერა, სწორედ ამ ტკივილს ატარებენ. ლია ჩლაჩიძე ერგნეთში ცხოვრობს. აღდგომა მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. მის ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და სააღდგომო პასკა ცხვება, მაგრამ მისი რელიგიური რიტუალი მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე ტარდება. "შარშან ვიყავი აქ, ერგნეთში, მამისაანთუბანში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, როდესაც მიცვალებულების დღე აღინიშნება. ყვავილები, კვერცხები და სანთლები წავიღე, ხელი ღობის ქვეშ შევყავი და ისე დავანთე ეს სანთელი. გამიმართლა ამინდმაც, რომ არ ჩაქრა სანთელი და ბოლომდე ჩაიწვა. მართალია, ცრემლების ყლაპვით, მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი და ისეთი კმაყოფილი წამოვედი იქიდან, მეგონა, მთელ იქით დარჩენილ მიცვალებულებს მივაგე პატივი, ყველას მაგივრად."
ჩვენთან საუბრისას ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა შეამცირონ ძალისხმევა, რომელიც საფლავების მონახულების უფლების მოპოვებისკენაა მიმართული. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების წინ საუბრობენ ამ საჭიროებაზე მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ მყოფი ადამიანები. "ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს ერგნეთის შეხვედრებს, სადაც მუდმივად აყენებენ საკითხს იმის შესახებ, რომ ადამიანებს მისცენ უფლება მივიდნენ ახლოს მდებარე სასაფლაოებზე. მაგრამ არასოდეს ეს საკითხი არ წყდება. მახსენდება, შარშან, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დათო სანაკოევმა განაცხადა, "მაინცდამაინც აღდგომის წინა დღეს რატომ აყენებთ ამ საკითხს, მთელი წლის განმავლობაში რატომ არ მუშაობთ ამის შესახებო" და ძალიან მენიშნა ეს ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ გაძლევენ აქეთ ნიშანს, რომ შენ ეს საკითხი ერთჯერადად კი არ აღნიშნო, მუდმივად იმუშაო მასზე. მუდმივად არ უნდა მოასვენო, არ უნდა დაასვენო და უთხრა, რომ არაა ნორმალური ადამიანს ახლობლის საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცე. რაღაც ველურობასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკაში გადააქვთ ეს ჩვენი ყოველდღიური, ყოფითი საკითხი. ასეთი დღე ხომ წელიწადში ერთხელაა. ნუთუ არ შეიძლება, ამაზე მუდმივად იყოს ლაპარაკი, რომ იქნებ ერთხელ მაინც გამოგვივიდეს, ძალიან მწყდება გული."
მანანა ჭამპურიძე ცხინვალიდან დევნილია. მისი ახლობლების საფლავებიც გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ მას არ ტოვებს ადამიანური თანადგომისა და მეგობრობის იმედი იმ ხალხის მხრიდან, ვინც ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობს და სჯერა, რომ მისი ახლობლების საფლავები წითელი კვერცხისა და დანთებული სანთლის გარეშე არ დარჩება: "საკუთარი სახლები ხომ გვადარდებს, მაგრამ საფლავების საკითხი უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენთვის, რადგან საფლავი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი მამა-პაპის ძვლები განისვენებენ. აღდგომის დღეებში ტკივილიც, სევდაც, მონატრებაც უფრო მწვავდება. 2004 წლამდე ჩვენ კიდევ ვახერხებდით შესვლას და მამაჩემის საფლავის მონახულებას ცხინვალში, აღდგომის დღესასწაულზე. მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერაც ჩვენ მივდიოდით იქ, საფლავი გაწმენდილი, დასუფთავებული გვხვდებოდა. ახლაც ამიტომ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, ეს ისევ ასე გრძელდება. ჩვენ არავის ვთხოვდით ამის გაკეთებას, ამას უთქმელად აკეთებდნენ მამას მეგობრები. ყოველთვის მაქვს იმედი, რომ იქითა მხარეს ისევ არიან ის მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მამას საფლავზე აუცილებლად მივლენ, კვერცხებს გააგორებენ და სანთლებსაც დაანთებენ."
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ მათი რესპუბლიკა რუსეთთან გაერთიანდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების რუსულთან გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, რუსეთისთვის საფლავები ადამიანურ, ჰუმანიტარულ, ან თუნდაც რელიგიურ საკითხს კი არა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანს წარმოადგენს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები