BBC-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა:

"ჩვენ 100 პროცენტით თქვენთან ვართ," - უთხრა სამხრეთ კორეელ მასპინძლებს მაიკ პენსმა, რომელიც ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ორშაბათს, აშშ და სამხრეთ კორეა საჰაერო ძალების ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მზაობის უზრუნველსაყოფად.

კვირას, აშშ-ის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთთან ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადასაჭრელად.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პეკინი აშშ-სთან ერთად მუშაობს პრობლემის გადასაჭრელად. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ "თუ ჩინეთი დახმარებას გადაწყვეტდა, ძალიან კარგი იქნებოდა. თუ არა, ამ პრობლემას მათ გარეშეც გადაწყვეტდნენ."

ჩინეთი ისტორიულად ფხენიანის ერთადერთი და მთავარი მოკავშირეა.