თურქეთი უვადო ავტოკრატიის ზღვარზე?
თურქეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველს მმართველობის სისტემის ცვლილება - საპარლამენტოდან საპრეზიდენტო წყობაზე გადასვლა უნდა გადაეწყვიტა და იქვე, რამდენიმე სხვა საკითხისთვის ეყარა კენჭი, მათ შორის, გაუქმებულიყო თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
ყველა ბიულეტენი დათვლილი ჯერ არაა. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რეფერენდუმს უკვე უწოდა ისტორიული და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ სტაბილურობას დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიები კი გაყალბებაზე საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონის ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტი, რობერტ პირსონი აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარება პრეზიდენტის გამარჯვებას და მის ერთპიროვნულ ლიდერად ქცევას უწყობდა ხელს, რადგან ერდოღანი სრულად აკონტროლებდა მედიას, პოლიტიკურ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლებას.
“ოპონენტებს ხმის ამოღების ეშინიათ. ანტი-ქურთული კონსერვატიული ოპოზიცია სუსტია. პრეზიდენტის მხარდამჭერები დაქსაქსულნი და დასუსტებულნი არიან. მოქალაქეებს კი 1923 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად უხდებათ პოლიტიკური ლიდერის უპრეცედენტო უფლებებით აღჭურვა,” - აღნიშნა მან.
სავარაუდოა, რომ რეფერენდუმის შედეგების შეჯამების შედეგად, თურქეთის მმართველი პარტია გაიმარჯვებს. საზოგადოება, რომელიც უკვე დანაწევრებულია, ორად გაიყოფა. პრეზიდენტს კი, რომლის არჩევნები 2019 წელს უნდა ჩატარდეს, ორი ვადით, საერთო ჯამში, 10 წლით აირჩევენ. შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ეროდოღანს საშუალება მიეცემა, ძალაუფლებაში ყოფნა 2029 წლამდე გაიხანგრძლივოს. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ერდოღანი უფრო მეტად ავტოკრატული გახდება.
ამერიკის ხმასთან საუბრისას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა და ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის კიდევ ერთმა მკვლევარმა როს ჰარისონმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პასუხებზე უფრო მეტი კითხვა აქვს. “ბევრი პარტია რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა. ისინი მათ გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, არ ვიცით რას მისცა ხმა ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევარი მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველმა. როგორც ჩანს, რეფერენდუმის შედეგი საპრეზიდენტო მმართველობა იქნება. მე ვხედავ აღნიშნული სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას: გადიდგულებული და ამბიციური ერდოღანი 8-10 წელიწადში ძალაუფლებას რომც ჩამოშორდეს და ის სეკულარიზმის მიმდევარმა პოლიტიკოსმა შეცვალოს, რეფერენდუმის შედეგად შექმნილი სისტემა მისთვისაც მაცდუნებელი იქნება.”
რაც შეეხება რეფერენდუმის გავლენას თურქეთის საგარეო პოლიტიკის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ურთიერთობა აშშ-თან, სირიის კონფლიქტი, ქურთისტანი და ასე შემდეგ: ჰარისონი მიიჩნევს, რომ აქამდე ერდოღანის საგარეო აქტივობები, უმეტესად, შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. სამომავლოდ კი “ნაადრევია იმაზე მსჯელობა, შიდა ამოცანების გადაჭრის შემდეგ, ერდოღანი უფრო პრაგმატულად მოეკიდება თუ არა საგარეო საკითხებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლებს თუ არა აშშ-თან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, დაუახლოვდება თუ არა რუსეთს და გადახედავს თუ არა ურთიერთობას ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომელთაც ანკარა თურქეთში მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტიის მოკავშირედ მიიჩნევს.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები