Mastercard-მა პლასტიკურ ბარათებს თითის ანაბეჭდის სენსორი დაამატა
ჩვენი თითის ანაბეჭდები პინ კოდებსა და პაროლებს სწრაფად ანაცვლებს, რაც ნათლად აისახება თანამედროვე სმარტფონების უსაფრთხოების ფუნქციებში. მათი გამოყენება უფრო იოლია და ამასთან ერთად, ბევრად უსაფრთხოც. გარდა იმისა, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი თითის ანაბეჭდის გარეშე თქვენს მოწყობილობებთან უნებართვო წვდომას, თითის ანაბეჭდის სენსორებს ის პლუსიც აქვთ, რომ თუ პაროლი დაგავიწყდათ, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა არ დაგებლოკებათ.
ამ ლოგიკას იქამდე მივყავართ, რომ მსგავსი ტექნოლოგია თანამედროვე საბანკო პლასტიკურ ბარათებსაც არ აწყენდათ. რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ბანკომატთან მისულებს საკუთარი პინკოდი დაგვიწყებიათ? (შეიძლება არც ერთხელ, მაგრამ ხომ არსებობენ გულმავიწყი ადამიანები?).
როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიების სიკეთის გამოყენებაზე პირველი Mastercard დაფიქრდა. კომპანიამ ახალი თაობის პლასტიკური ბარათები შექმნა, რომელიც ტრანზაქციების შესრულების დამოწმებისთვის თქვენი თითის ანაბეჭდს ითხოვს. ამ ინოვაციის წყალობით, საბანკო ბარათების გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.
ახალი ბარათები ტესტირებას სამხრეთ აფრიკაში გადის. კომპანია იმედოვნებს, რომ 2017 წლის ბოლოსთვის თითის ანაბეჭდიანი ბარათების გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებს.
როგორ იმუშავებს?
ვინაიდან თანამედროვე ბარათების ტესტირება დაწყებულია, უკვე შეგვიძლია ვთქვათ როგორ იმუშავებს ეს ტექნოლოგია.
პირველ რიგში, როგორც კი ბანკები მას დანერგავენ, მოგივათ ინფორმაცია რომ ახალი პლასტიკური ბარათების შეკვეთა შესაძლებელია. თუ დაინტერესებული იქნებით, მიხვალთ ბანკის სერვის ცენტრში, სადაც თითის ანაბეჭდს აგიღებენ. ამის შემდეგ, ანაბეჭდის დაშიფრული ციფრული ნიმუში ბარათის EMV ჩიპზე ჩაიტვირთება. თქვენ შეგიძლიათ ორი თითის ანაბეჭდიც ჩაატვირთინოთ ჩიპზე, თუმცა ორივე თითი თქვენი უნდა იყოს - არ შეიძლება ვინმე სხვას მიანიჭოთ თქვენი ბარათით სარგებლობის უფლება. მას შემდეგ, რაც მონაცემები ჩიპზე ჩაიტვირთება, თქვენ შეძლებთ ბარათის გამოყენებას მსოფლიოს გარშემო ინტეგრირებულ ყველა ტერმინალზე.
რაც ყველაზე სასიხარულოა, მოვაჭრეებს, თანამედროვე ბარათების მისაღებად, ახალი მოწყობილობების შეძენა არ მოუწევთ.
ახალი პლასტიკური ბარათი არ იქნება უფრო სქელი ან უფრო მძიმე. თითის ანაბეჭდის სენსორი ძალიან თხელი და პატარა, ფრჩხილის ზომის არის, რომელიც ბარათის მარჯვენა მაღალ კუთხეშია მიმაგრებული.
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები