ბაშარ ალ-ასადის სამი გამოცანა
2007 წელს იერუსალიმში მიმავალი ამერიკელი ბიზნესმენი და ისრაელის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მეგობარი, ეჰუდ ოლმერტი გზად დამასკოს ეწვია. იმ დილით, როდესაც ისრაელში უნდა გამგზავრებულიყო, კარზე ბუხაბარატის, სირიის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკაკუნეს. სირიის აგენტებმა დაამშვიდეს შეშინებული ბიზნესმენი: მას საწამებელ ციხეში წაყვანას არავინ უპირებდა, რომლებიც მრავლად იყო სირიაში. მათ, უბრალოდ, უნდოდათ, გაეგოთ, რომელი იყო ეჰუდ ოლმერტის საყვარელი კერძი. ამ შეკითხვით განცვიფრებულმა ბიზნესმენმა უპასუხა, „ჰუმუსი“ და სულ რაღაც ნახევარ საათში მას ოთახში საუკეთესო ჰუმუსი მიართვეს სირიის ყველაზე ცნობილი რესტორნიდან წარწერით: „ეჰუდისთვის“. ბიზნესმენმა ჰუმუსი იერუსალიმში წაიღო და იმავე დღეს, ნაშუადღევს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მიირთვა ისე, რომ არ შეუმოწმებია, კერძი მოწამლული იყო თუ არა. სადილი ფირზე გადაიღეს და ვიდეო ასადს გაუგზავნეს.
გამოცანა 1: რატომ არის ისრაელი ასადის წინააღმდეგი?
ამ ინციდენტიდან ნათელია, რომ რეგიონის სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ასადი იდეოლოგიურად ისრაელის წინააღმდეგი არ არის. პირიქით, ასადი ზარმაცი არაბი დესპოტის იდეალური ტიპაჟია, რომლის მთავარი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნება და კარგად ცხოვრებაა. მისნაირი წინამძღოლების უმეტესობის მსგავსად (რომელთაგანაც ბევრი „არაბულ გაზაფხულს“ შეეწირა), ისიც ძალიან კორუმპირებული, სრულიად უპრინციპო და ადვილად მანიპულირებადი ადამიანია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ მოყოლილი ამბავი გვიჩვენებს, მას, სავარაუდოდ, სურს ისრაელთან საერთო ენის გამონახვა და ისეთი მმართველია, ვისთანაც დასავლური ძალები, თუ ძალიან პრინციპულები არ იქნებიან, შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. სწორედ ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არიან ისრაელელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მემარჯვენეები, ასადის რეჟიმის მიმართ აგრესიულად განწყობილები.
ამას ორი სავარაუდო ახსნა აქვს, თუმცა ორივე უკმარისობის შეგრძნებას ტოვებს. პირველი შესაძლო მიზეზია ასადის ალიანსი ირანსა და ლიბანურ ჰეზბოლასთან. თუმცა ასადს მეგობრების არჩევის ფუფუნება არ აქვს. დასავლეთი მისი რეჟიმის მიმართ უფრო შემწყნარებლური რომ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, ასადს უპირატესობა მიენიჭებინა ნაკლებად ომს მოწყურებული და ნაკლებად რელიგიური მოკავშირეებისთვის. ასადი, რომელმაც ლონდონში ოფთალმოლოგია შეისწავლა, შინაგანად დასავლეთის მიმართ მტრულად არ არის განწყობილი: მან არამარტო ოლმერტს გაუგზავნა ჰუმუსი, არამედ ძალიან ახლოს თანამშრომლობდა დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, როდესაც მას ამას სთავაზობდნენ. 2003 წლამდე, სირია იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პარტნიორი „დამნაშავეების გაცვლის პროგრამაში,“ რამაც შესაძლებელი გახადა ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვა იმ ქვეყნებში, სადაც შესაბამისი კანონი არ არსებობდა. რობერტ ბაერი „ახალ სახელმწიფო მოხელეში“ წერდა: „თუ გინდათ, რომ ადამიანი აწამონ, გაგზავნეთ სირიაში. თუ გინდათ, რომ ადამიანი გაქრეს და ვეღარასოდეს ნახოთ, გაგზავნეთ ეგვიპტეში“. თანამშრომლობა და არამხოლოდ ამერიკელებთან, კარგად მიდიოდა. გერმანიამაც კი დაკითხა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირდაპირ სირიის ციხეში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასადი, როდესაც შესაძლებლობა ეძლეოდა, დასავლეთთან პარტნიორობას არჩევდა.
ისრაელის მტრული განწყობის მეორე მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ, თუ სირიასთან უფრო მეგობრული დიალოგი დაიწყება, ამით კვლავ აქტუალური გახდება გოლან ჰაითსის დაბრუნების საკითხი. მართალია, სირია ყველა ღონეს იხმარს, რომ დაიბრუნოს ეს ტერიტორია, მაგრამ აუცილებელი არ არის, ისრაელი დათანხმდეს. ისრაელმა იორდანიის დასავლეთ სანაპიროც დაიპყრო და არასოდეს დაუბრუნებია უკან. დღეს კი ამ უკანასკნელთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
ამავდროულად, სირიას ბევრი აქვს შესათავაზებელი ისრაელისთვის, თუ გავითვალისწინებთ მის გავლენას ჰეზბოლაზე. ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება ისეთი გარიგება, სადაც ისრაელი, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მშვიდობის სანაცვლოდ, სირიასთან ითანამშრომლებდა ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.
გამოცანა 2: რატომ არის შეერთებული შტატები ასადის წინააღმდეგი?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასადი კორუმპირებული არაბი დესპოტის კლასიკური მაგალითია და თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში აშშ-ს ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა ასეთი ტიპის მმართველებთან. ასადი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, რაც ამაზრზენია და არ აქვს გამართლება, თუმცა შეერთებული შტატებს ადრე ასე არ აღელვებდა ქიმიური იარაღი. ირანის წინააღმდეგ ერაყის ომის დროს, აშშ სადამ ჰუსეინს (ასევე ტიპურ არაბ დესპოტს) აწვდიდა მნიშვნელოვან სატელიტურ და სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას, რაც ერაყს საშუალებას აძლევდა, მტრებს ქიმიური იარაღით გასწორებოდა.
მეტიც, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ადამიანის უფლებების დიდი ქომაგები არიან, თუმცა ასადის შემთხვევაში, მორალური შეხედულებები არასოდეს ყოფილა რეჟიმის შეცვლისთვის საკმარისი მიზეზი. „ამნესტი ინტერნეიშენელის“ მონაცემებით, 1979 წლიდან ირანში 5000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, იმის გამო, რომ ჰომოსექსუალები იყვნენ. ირანში ჰომოსექსუალების მკვლელობებს არ მოჰყოლია რეჟიმის შეცვლის მოწოდებები. პირიქით, 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულებით, დასავლეთმა გაუხანგრძლივა სიცოცხლე ირანის რეჟიმს, რომელიც, როგორც ბევრი ექსპერტი ამბობს, კოლაფსის ზღვარზე იყო. მსგავსად, საუდის არაბეთის იდეოლოგია არ განსხვავდება ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიისგან და ქვეყანა მთელ მსოფლიოში რადიკალურ ისლამს ავრცელებს. მიუხედავად ამისა, არასოდეს გვსმენია მოწოდებები საუდის არაბეთში რეჟიმის ცვლილებებისკენ.
აშშ-ის აკვიატება, ჩამოაგდოს ასადი, კიდევ უფრო დამაბნეველი ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამოქალაქო ომის დაწყებამდე ასადი სულაც არ იყო ყველაზე ბოროტი არაბი ავტოკრატი. ასადი ალავიტია, ალავიტებს, როგორც მუსლიმურ უმცირესობას, ხშირად დევნიან სუნიტები. ალავის ისლამი ამ რელიგიის ყველაზე ტოლერანტული და თანამედროვე ინტერპრეტაციაა. გარდა ამისა, ასადი არამხოლოდ ალავიტებს იცავს, არამედ მის ქვეყანაში მცხოვრებ სხვა უმცირესობებსაც, მათ შორის ქრისტიანებს, რომელთაც სასტიკად უსწორდებიან შუა აზიის თითქმის ყველა ისლამურ სახელმწიფოში. თუ სირიაში სუნიტების 75%-იანი უმრავლესობა მოვა სათავეში, ქრისტიანები, ალავიტები, ქურთები და სხვა უმცირესობები, შესაძლოა, ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც სუნიტები არიან უმრავლესობაში. ბრიტანული საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ორგანიზაციის ORB-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სირიელების 47% ამბობს, რომ ასადს მათ ქვეყანაზე „დადებითი გავლენა“ აქვს, იმავე გამოკითხვის თანახმად, თავისუფალი სირიის არმიას 35%, სირიის ოპოზიციის კოალიციას კი 26% ერგოთ (გამოკითხვა სხვადასხვა პასუხის გაცემის საშუალებას იძლეოდა). ამ რიცხვების სანდოობაში ბევრს ეპარება ეჭვი, თუმცა ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ასადს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სირიის მოსახლეობისგან.
წინააღმდეგი არ ვარ საგარეო პოლიტიკაში მაღალი მორალური სტანდარტების დაცვისა, თუმცა, თუ ასეთი სტანდარტები არსებობს, ისინი ყველას მიმართ თანაბრად უნდა გამოიყენებოდეს.
გამოცანა 3: ვის შეუძლია ასადის ჩანაცვლება
ბოლო ათ წელიწადში „არაბული გაზაფხულის“ შედეგები ფრიად არადამაკმაყოფილებელი იყო. არაბულმა რევოლუციამ ვერ მოიტანა დემოკრატია, პირიქით, არსებული ავტორიტარული რეჟიმი ჩაანაცვლა სხვა კიდევ უფრო ავტორიტარული, ნაკლებად სტაბილური და კიდევ უფრო რელიგიური რეჟიმით. რატომ იქნებოდა სირია გამონაკლისი? ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას სჯერა, რომ ალ-ნუსრა-ფრონტი (35%) და ისლამური სახელწიფო (21%) „დადებით გავლენას“ ახდენს ქვეყანაზე, დემოკრატია ვერ იქნება სახარბიელო მდგომარეობაში.
ობამას გაცხადებული მიზანი იყო ასადის ჩამოგდება. გასული კვირიდან მოყოლებული ტრამპიც ამ მიზნისკენ მიდის, როგორც ჩანს. თუმცა, თუ ვინმეს რეჟიმის შეცვლა სურს, ცვლილების შემდგომი პერიოდისთვისაც უნდა ჰქონდეს გეგმა. პირადად მე მიჭირს, წარმოვიდგინო ეს გეგმა.
რა უნდა გაკეთდეს?
ვფიქრობ, სირიისთვის გამოსავალი ერთია: დასავლეთმა რუსეთთან ძალები უნდა გააერთიანოს და დაეხმაროს ბაშარ ალ-ასადს ქვეყანაზე კონტროლის ხელახლა მოპოვებაში. მთავრობის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, დასავლეთს შეეძლება, რაიმე მოითხოვოს ასადისგან, მაგალითად, მისი სეკულარული ოპონენტების საყოველთაო ამნისტია, მშვიდობაზე შეთანხმება ისრაელთან (ასადის ხელდასმული ჰეზბოლას ჩათვლით), სირიის მოსახლეობის დემოკრატიული წარმომადგენლობა რაიმე ფორმით და სხვა რეფორმები, რომლებიც შეზღუდავს ასადის აბსოლუტურ ძალაუფლებას.
ცალსახად აღმაშფოთებელი და მტკივნეულია ულმობელი დიქტატორის მხარდაჭერა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამლავ გაზს იყენებს. თუმცა, თუ რეალურად არავინაა, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ეს ერთადერთი გამოსავალია. წარმოდგენა არ მაქვს, რა გეგმები აქვთ აშშ-სა და სხვა დასავლურ ძალებს სირიაში და ამ სტატიაში განხილული სამი გამოცანაც დიდი თავსატეხია ჩემთვის. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი – სირიაში სამოქალაქო ომი აუტანელ ტანჯვას აყენებს სირიის მოსახლეობას, ევროპაში კი ამძაფრებს ლტოლვილთა კრიზისს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები