ბათუმის არეულობის ორგანიზებით ბრალდებით, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით, თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2017 წლის 11 მარტს, ბათუმში, პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დააზიანეს როგორც ავტომობილები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა.
არეულობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მერაბ ღოღობერიძემ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მაშინ, როცა ბათუმში არეულობამ პიკს მიაღია, ის მივიდა მოვლენების მიმდინარეობის ადგილას და მოითხოვა საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა. ის ასევე, არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვდა შს მინისტრთან შეხვედრასა და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. მან ხელისუფლებას 1,5 საათი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა არ გაგრძელდება:
"მე მინდა ამ ბიჭების სახელით ვთქვა, რომ არ იქნება ქვების სროლა, არ იქნება ცეცხლის დანთება და არაფერი. ვიდგებით მშვიდობიანად, მოწესრიგებულად, ისე, როგორც აჭარელ და ქართველ ხალხს შეეფერება".
როგორც ირაკლი ჩხვირკიამ მაშინ თქვა, ის თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ბათუმში, რათა ამ ხალხს "გვერდით დადგომოდა."
მოგვიანებით, ირაკლი ჩხვირკიამ უარყო რაიმე კავშირი არეულობის ორგანიზებასთან, თუმცა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ის პარტიიდან გარიცხა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები