კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმი ნიუ-იორკში
ნიუ-იორკში ლინკოლნ-ცენტრის კინო-საზოგადოების ფესტივალზე Art of the Real ქართველი კინო-დოკუმენტალისტის სალომე ჯაშის ფილმი დაისის მიზიდულობა მონაწილეობს. ფესტივალი არაკომერციული, მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევრებს აერთიანებს და ნიუ-იორკის საზოგადოებას, კინომცოდნეებს საშუალება აქვთ გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ დოკუმენტურ კინოს.
დაისის მიზიდულობა სალომე ჯაშის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა - შვეიცარიაში ნიონის ფესტივალზე ფილმის წარმატებული პრემიერა გაიმართა და შემოქმედებითმა ჯგუფმა საუკეთესო კინოდებიუტის პრიზი მიიღო. ფილმი ქართულ-გერმანული კორპროდუქციაა. სალომე ჯაშს ნიუ-იორკში თეა თუაშვილი გაესაუბრა.
სალომე ჯაში: მე ძალიან მიხარია რომ ჩემი ფილმი ნაჩვენები იქნება აქ ნიუ-იორკში ლინკოლნ-ცენტრის კინო-საზოგადოების ფესტივალზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნოა. ფესტივალის მთავარი ფოკუსი არის აჩვენონ არაკომერციული, საავტორო ფილმები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მხატვრული ღირებულებით.
რაც შეეხება თავად ფილმს, ვერ ვიტყვი რომ სოციალური პროექტია. რა თქმა უნდა იქ არის რაღაც ასპექტები, ცხოვრების ხარისხზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხზე, მედიაზე თავისთავად რადგან მთავარი ხაზი ფილმში არის ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ამბებს და ფილმში იქმნება ერთგვარი პორტრეტი ადგილობრივი დასახლების, ამ შემთხვევაში წალენჯიხის რაიონის, სადაც თავად მოქმედება ხდება.
როგორ იბადება იდეა კონკრეტულ ფილმზე მუშაობის დროს , რა გაწუხებს, რისი თქმა გსურს?
მაინტერესებდა როგორ ხდება ინფორმაციის წარმოება. მეც ვმუშაობდი ტელევიზიაში და ეს საკითხი ჩემთვის რთულიც და საინტერესოც იყო. როგორ იქმნება ახალი ამბავი, რომელსაც მერე მაყურებელს აწვდი. ინგლისის პატარა ქალაქში გაზეთს წავაწყდი, რომლის პირველ გვერდზე იყო ინფორმაცია, რომ მისტერ და მისის სმიტებმა ქალაქის ცენტრში პაბი დახურეს. მაშინ დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ახალი ამბავი პატარა ქალაქისთვის და ამის შემდეგ დავიწყე საქართველოში მოძიება რეგიონული ტელევიზიების, რომ ფილმის გმირი ყოფილიყო ადგილობრივი ტელევიზია და რეგიონი. "დაისის მიზიდულობა" არის ქართულ-გერმანული კორ-პროდუქცია, სადაც გადამღები ჯგუფი 3-4 პერსონალი საქართველოდან ვიყავით და პოსტ-პროდუქციის მონტაჟი ბერლინში იყო, სადაც მემონტაჟეც და პროდიუსერიც გერმანელები იყვნენ.
როგორ გამოინახა თანხა ფილმის გადასაღებად?
ჩვენ გაგვიმართლა, დაგვაფინანსა "რობერტ ბოშის" ფონდმა, ქართულმა კინოცენტრმა და "ემდე-არტმა" .
როგორ ფიქრობ, რა საფეხურზეა ამჟამად ქართული კინოდოკუმენტალისტიკა.
ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ ქართული კინო დღეს ძალიან წარმატებულია. ვგულისხმობ, როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კინოსაც, აქვთ საერთაშორისო წარმატება და აღიარება. თუმცა ის თანხები, რასაც სამინისტრო გამოყოფს, ძალიან მწირეა, მაგრამ ამ მცირე დაფინასნებით ადამიანები საინტერესო რაღაცეებს აკეთებენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები