ონლაინ-შეყვარებულთან ერთად მოგზაურობის თავიდან ასაცილებლად კაცმა ტერორისტული აქტი შეთხზა
სიყვარულის გამო ბევრ სისულელეს აკეთებენო, გსმენიათ ალბათ ან თვითონაც გაგიკეთებიათ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა სიყვარულისგან თავის ასარიდებლადაც აკეთებენ რაღაც სისულელეებს, ხოლო ინტროვერტების შემთხვევაში სახლიდან გასვლისა და ხალხში გარევის პრევენციისთვის შეიძლება სასწაული რაღაც დაგეგმო.
ინდოელი კაცი, რომელმაც ტერორისტული აქტი შეთხზა, ინტროვერტი არ ყოფილა და, პრინციპში, არც შეყვარებული ყოფილა, უფრო მატრაკვეცა ადამიანი იყო, რომელსაც ცოლი და შვილიც ჰყავს და გასართობად ცოლს ვირტუალურად ღალატობდა. მან გაცნობის ერთ-ერთ საიტზე გაიცნო გოგო, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა და დიდი ხნის განმავლობაში ეფლირტავებოდა და სიყვარულს ეფიცებოდა.
ერთ დღესაც, გოგომ მოგზაურობა შესთავაზა. მას მუმბაისა და გოაში უნდოდა წასვლა და თავისი ვირტუალური ბოიფრენდის გაცნობა. 32 წლის კრიშნამ თავის ონლაინ გელფრენდს უარი ვერ უთხრა, მაგრამ მოგზაურობაც არ გამოდიოდა, რადგან ჯერ ერთი ცოლ-შვილიანი იყო და მეორეც ამ მოგზაურობისთვის ფული არ ჰქონდა. ამიტომ მის თავში გენიალური იდეა დაიბადა.
კრიშნამ ანონიმური მეილი შექმნა და პოლიციას უცნობი ქალის სახელით მისწერა, რომ შემთხვევით თვითმფრინავის გატაცების გეგმას მოკრა ყური, რის შედეგადაც ინდოეთის აეროპორტებში უსაფრთხოების დონე დროებით ასწიეს.
ცხადია, ანონიმური წერილზე გამოძიება დაიწყო. შედეგად მიაკვლიეს ინტერნეტ კაფეს საიდანაც კრიშნამ წერილი გააგზავნა, ხოლო შემდეგ თავად კრიშნასაც დაადგნენ და დააპატიმრეს.
"თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდა და იფიქრა, რომ თუ ფრენები გაუქმდებოდა წასვლაზე უარის თქმის ლეგიტიმური მიზეზი ექნებოდა და ამიტომ მოიგონა ტერორისტული აქტი", ნათქვამია ჰიდერაბადის პოლიციის განცხადებაში.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები