Cinedoc-Tbilisi-ს საერთაშორისო საკონკურსო სექციის ჟიურის ვინაობა ცნობილია
11 მაისს თბილისი დოკუმენტური ფილმების ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს, წარმოგიდგენთ საერთაშორისო საკონკურსო სექციის ჟიურის ვინაობას.
გიდრე ბეინორუტე
გიდრემ 2002 წელს ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის მაგისტრატურა აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში დაამთავრა. გადაიღო რვა მხატვრული და დოკუმენტური, მოკლე და საშუალომეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა – საუბრები სერიოზულ საკითხებზე და ვულკანოვკა, გრანდ სინემას შემდეგ რამდენიმე ჯილდო მიიღო უკრაინაში, ბელორუსიაში, პორტუგალიასა და ლიტვაში. 2007 წლიდან გიდრე ასწავლის სცენარის წერასა და რეჟისურას ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში. ამავდროულად ის ლიტვის კინოხელოვანთა კავშირის და ევროპული კინო-აკდემიის წევრია.
ული პფაუ
ული პფაუმ კარიერა 1978 წელს, შტუტგარდტში, ტელევიზიაში, დოკუმენტური ფილმების და მუსიკალური პროგრამების რეჟისორად დაიწყო. 1995 წელს მან პროდიუსერობას მიჰყო ხელი და მუშაობდა EuroArts Medien AG-ისთვის. 2003 წელს, ის EIKON Media Berlin-ში დოკუმენტური ფილმების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2017 წლიდან ული დოკუმენტური ფილმების პროდიუსერია. თავისი კარიერის განმავლობაში ული პფაუ დაახლოებით 150 ფილმის პროდიუსერი და თანაპროდიუსერი იყო.
გენადი კოფმანი
კოფმანი პროდიუსერი, Docudays UA-ს პროგრამების დირექტორი და უკრაინის კინემატოგრაფიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტია. 90-იან წლებში მან დააარსა MaGiKa Film Company, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია უკრაინაში. 2003 წლიდან ის არის ადამიანების უფლებების საერთაშორისო ფესტივალის Docudays UA-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. კოფმანი ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და 35 ფილმის პროდიუსერია, მათ შორის: ევროს მიღმა (Beyond the Euro), ცისარტყელა ყარყუმის უდაბნოს ცაზე (Rainbow Over the Karakum Desert), ვაგრიჩი და შავი კვადრატი (Vagrich and the Balck Square), მუდმივი ცეცხლი (The Living Fire).
ნანა დოლიძე
ნანა დოლიძე კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიაში, არის კინოსა და ტელევიზიის მიმართულებით 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. უნივერსიტეტის პარალელურად, 2013 წლიდან, ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობს, სადაც კინოს მიმართულებას, და სხვა განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2016 წლიდან, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნებისა და დაცვის პროექტს კურირებს.
ოქსანა სარქისოვა
ოქსანა სარქისოვა Blinken OSA-ს არქივების მკვლევარია ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები კინოს ისტორიაზე, ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, თანამედროვე რუსულ და აღმოსავლეთ ევროპულ კინოზე და სამოყვარულო ფოტოგრაფიაზე. ის იყო მიწვეული პროფესორი ეოტვოს ლორანდ უნივერსიტეტში და ვილიამს კოლეჯში.
ბარბორა ჰუდეჩკოვა
ბარბორა ჰუდეჩკოვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფესტივალის, One World-ის პროგრამებისა და რეგიონალური ჩვენებების კოორდინატორია. მონაწილეობს ფილმების შესარჩევ პროცესში და პასუხისმგებელია ჩეხეთის კონკურსის კატეგორიების განსაზღვრაზე. ბოლო 19 წლის განმავლობაში One World გახდა ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი ფესტივალი მსოფლიოში. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ფილმებს პოლიტიკურ მიზეზებსა და განვითარებაზე, სოციალურ თემებზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების სტილზე.
დანიელ აბმა
დანიელ აბმა დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ ბერლინში გადავიდა, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობდა და რეჟისურის შესწავლა დაიწყო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Beyond Wrienzen არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს და მრავალი ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის, პრესტიჟული გერმანული პრემია Grimme. მისი სადებიუტო ფილმი ტრანზიტ ჰავანა 2016 წელს გამოვიდა ჰოლანდიის და გერმანიის კინოთეატრებში. დანიელი იღებს პერსონაჟზე აწყობილ დოკუმენტურ ფილმებს სოციალურ საკითხებზე, რომლებიც ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. კინოს გარდა, ის მუშაობს, როგორც მასწავლებელი, ატარებს ტრენინგებსა და ლექციებს დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები