ივანკა ტრამპი ბერლინში ქალთა ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობს
ამერიკის პრეზიდენტის შვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი ბერლინში, პირველი ვიზიტით იმყოფება. ის გერმანიაში ქალთა ეკონომიკურ სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელსაც წარმატებული ქალი მეწარმეები და ლიდერები ესწრებიან ე.წ. „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიდან.
პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ მისი და იმ ქალების გამოცდილება, რომლებიც ტრამპის ბიზნეს იმპერიაში დიდი ხანია მუშაობენ ან მუშაობდნენ აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ქალებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და მათ შეუძლიათ საქმის ისევე კარგად კეთება, როგორც ნებისმიერ მამაკაცს.
ივანკა ტრამპი ერთ-ერთი პანელ-დისკუსიის მონაწილე იყო, სადაც ქალ მეწარმეთა გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გამუდმებით ფიქრობს, როგორ შეიძლება მათი მხარდაჭერა და მათი წარმატების ხელშეწყობა.
„მე მართლაც ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქალების როლი ეკონომიკაში, როგორც ამერიკის ფარგლებში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილმა. მისი თქმით, ამერიკაში კარგი ბიზნეს-კლიმატია ქალი მეწარმეებისთვის. თუმცა ჯერჯერობით ისინი კერძო ბიზნეს კომპანიების მხოლოდ 30 % -ის მფლობელებად გვევლინებიან, რაც ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ამერიკის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ.
ამავე პანელ-დისკუსიის მონაწილეთა შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი.
ორდღიან სამიტში ასევე მონაწილეობენ სხვა ქალი ლიდერებიც მთელი მსოფლიოდან, მაგალითად კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი და ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა.
ივანკა ტრამპი სამიტზე კანცლერმა მერკელმა დაპატიჟა. ამ დაპატიჟებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრის აზრით, ეს თეთრ სახლში არც ისე წარმატებული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგების მცდელობა იყო.
ვიზიტის ფარგლებში ივანკა ტრამპმა ევროპაში მოკლულ ებრაელთა მემორიალიც მოინახულა.
ივანკა ტრამპი ამჟამად მამამისის, ამერიკის პრეზიდენტის, არაფორმალური მრჩეველი და საპრეზიდენტო გუნდის წევრია. როგორც ექსპერტები ამბობენ, თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში მისი გავლენა უფრო და უფრო იზრდება. ამასთან მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის მთავარ მრჩევლადაა დანიშნული. რაც შეეხება ეთიკურ დილემებს, ამგვარ შეკითხვებზე პასუხად გასულ თვეში ივანკა ტრამპმა თქვა, რომ ის განაგრძობს პრეზიდენტის მრჩევლის ფუნქციის შესრულებას, თუმცა ამისთვის ფინანსურ ანაზღაურებას არ მიიღებს.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები