მურუსიძე მედიაზე ცენზურის დაწესების სურვილს სასამართლოს პრესტიჟის შენარჩუნების მოტივით ხსნის
კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს პრესტიჟის გადასარჩენად საჭიროა მედიის ცენზურა. ის სწორედ ამ მოტივით ხსნის 26 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ 25-გვერდიანი განცხადების გავრცელების მიზანს. აღნიშნულ განცხადებაში იუსტიციის საბჭო ღიად საუბრობს იმ ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მოსამართლეებს აკრიტიკებენ, მათ შორის მათი აზრით, შეურაცხმყოფელი ტერმინებით.
ლევან მურუსიძემ წერილის გავრცელების მიზნების შესახებ 27 აპრილს ტელეკომპანია იმედს განუცხადა:
"ჩვენი წერილის სულისკვეთება მიმართულია არა მაინცდამაინც სანქციისკენ, არამედ იმ პრობლემის მოგვარებისაკენ, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების პრესტიჟი. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ შევხვდეთ, ვისაუბროთ, დავილაპარაკოთ, მაგრამ თუ არასამთავრობოებს არ ექნებათ ამის სურვილი, თუ სახალხო დამცველს არ ექნება ამის სურვილი, კი ბატონო, ამაშიც არ არის პრობლემა."
ამავე ტელეარხთან ინტერვიუში მოსამართლეთა კრიტიკის გამო ცენზურის დაწესების მომხრეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ თოდრია, რომელმაც თქვა:
"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად რაღაც ქმედითი ზომები უნდა განვახორციელოთ, რამეთუ ასეთი ზღვარგადასული კრიტიკა უკვე მეტისმეტად მოუთმენელი იქნება და მომავალში ვფიქრობთ ამ მიმართულებით სპეციალური ნორმატიული აქტის მიღებასა და სერიოზულ ღონისძიებებზე."
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრებებს იზიარებს მოსამართლე გიორი ებანოიძეც: "ის, რომ მოსამართლეს მოიხსენიებ შეურაცხმყოფელი სიტყვით, ის, რომ მოსამართლეს მოიხსენიებ ცინიკურად, თითქმის ყოველთვის ემსახურება არა სამართლებრივ ინტერესებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა."
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ ქარტიის რეაგირებას ითხოვს. ამავე განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. საბჭომ ქარტიას სწორედ ამ კრიტიკული გამონათქვამების შეფასებისკენ მოუწოდა. ასევე, იუსტიციის საბჭოს მოსაზრებით, ჟურნალისტები უნდა იცავდნენ "თვითცენზურის ვალდებულებას". ამავე წერილში საუბარია მოსამართლეთა კრიტიკის გამო ჟურნალისტებისთვის საქნციების დაწესების მნიშვნელობაზეც.
ქარტიამ აღნიშნული განცხადება მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად შეაფასა. ქარტიის განცხადებით: "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება."
ვინ არის ლევან მურუსიძე?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, სასამართლო სისტემაში 2005 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. ის 2016 წელს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
ლევან მურუსიძე, რომელიც სასამართლოს პრესტიჟის დაცვის მოტივით მედიაზე ცენზურის დაწესების მომხრეა, არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო რამდეჯერმე გაამტყუნა და სოლიდური კომპენსაციის გადახდაც დააკისრა დაზარალებულთათვის.
გიორგი მიქიაშვილის საქმე
სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ 2005 წელს, სამართალდამცავებმა ტელეფონის მოპარვის ბრალდებით დააკავეს ფეხბურთელი გიორგი მიქიაშვილი, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს. მიქიაშვილს დაზიანებები სასამართლოს მიმდინარეობისას ეტყობოდა, თუმცა, მოსამართლემ ადვოკატს ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცა, რაც ადვოკატმა გაასაჩივრა. აღნიშნული საჩივარი სწორედ მოსამართლე მურუსიძემ განიხილა და ექსპერტიზა 50 დღის დაგვიანებით დანიშნა, კანონით, კი მას ეს 24 საათში უნდა გაეკეთებინა. 50 დღის გასვლის შემდეგ კი ექსპერტიზამ, ბუნებრივია, ცემის კვალი ვერ დაადგინა. სწორედ ამის გამო, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველომ ცემის ფაქტი ჯეროვნად არ გამოიძია და მიქიაშვილისთვის, კომპენსაციის სახით, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სულხან მოლაშვილის საქმე
როგორც სტუდია მონიტორის გამოძიებაშია ნათქვამი, მიქიაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში, მცირე პრაქტიკის მქონე მოსამართლე მურუსიძე დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. ამავე ფილმში საუბარია, რომ ვარდების რევოლუციიდან მალევე დააკავეს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი, სულხან მოლაშვილი, მისი გასამართლებით კი დაინტერესებულნი იყვნენ იმდროინდელი თანამდებობის პირები. მურუსიძეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, უზენაესი სასამართლოს სამკაციანი კოლეგიის ორმა მოსამართლემ, მურუსიძემ და ნადირიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. მესამე მოსამართლემ, ნუნუ კვანტალიანმა განსხვავებული აზრი დაწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ მოლაშვილის საქმე დარღვევებით განიხილა და მისი განაჩენი უნდა გაუქმებულიყო. მოლაშვილის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა.
2014 წელს სახელმწიფომ თავად აღიარა სულხან მოლაშვილის უფლებების დარღვევა, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების. სახელმწიფოს მისთვის 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, მურუსიძე დღესაც დარწმუნებულია, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
გირგვლიანის საქმე
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში მოკლული იპოვეს, მისი მკვლელობის საქმეზე კი შსს-ს ოთხი თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებიც, თითქოს, მას პირადი კონფლიქტის გამო გაუსწორდნენ. როგორც მონიტორის გამოძიებაშია ნათქვამი, საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ გირგვლიანის მკვლელობა იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას სახელს უკავშირდებოდა, თუმცა, ეს ვერსია იმდროინდელ სასამართლოში მიიჩქმალა. საბოლოოდ, შსს-ს თანამშრომლები გაასამართლეს გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის და არა – მკვლელობისთვის. შსს-ს სამ თანამშრომელს იმ დროს შვიდ-შვიდი წლით, მეოთხეს კი რვა წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გირგვლიანის ოჯახმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ამ შემთხვევაშიც ლევან მურუსიძე იყო. მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არ გაიზიარა გირგვლიანის ოჯახის არგუმენტები, დარღვევები ვერ აღმოაჩინა და პირიქით, გასამართლებულებს სასჯელი ექვს-ექვსი თვით შეუმცირა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და გადაწყვეტილებაში ჩაწერა: "სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების, მათ შორის ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესის არასწორად წარმართვით. ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მთავარი ნაკლი იყო შიდა სასამართლოების სისტემური უარი, მიეცათ განმცხადებლებისთვის (გირგვლიანის ოჯახისთვის) საკმარისი დროს და საშუალებები საქმის მასალების შესასწავლად, რითაც განმცხადებლებს წაართვა უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად და მიეღოთ ეფექტიანი მონაწილეობა სასამართლო პროცესში."
ამავე სასამართლოს თქმით, "განსაკუთრებით შემაშფოთებელია", რომ გირგვლიანის ოჯახს არ მიეცა საქმეში არსებული 14 უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების გაცნობის საშუალება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები