როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ წლების შემდეგ კასანდრასა და იუდას ქალის მსახიობები
წლების წინ, ვიდრე ქართულ ტელესივრცეს თურქული და ინდური საპნის ოპერები დაიპყრობდნენ და ამერიკული სერიალების ნახვას ინტერნეტში შევძლებდით, ქართულ არხებზე ვენესუელური სერიალები ბოგინობდნენ. მათ შორის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული იუდას ქალი და კასანდრა იყო.
სერიალი კასანდრა
სერიალი კასანდრა, დელია ფიალოს სცენარის მიხედვით, 1992 წელს გადაიღეს. სიუჟეტი ახალგაზრდა ბოშა ქალის გარშემო ვითარდებოდა. ტელენოველას დიდი პოპულარობა ხვდა წილად არა მარტო სამშობლოში, არამედ რუსეთში, ბულგარეთში, ევროპის ბევრ ქვეყანასა და აზიაში. მეტიც, 2008 წელს რუსებმა მისი რიმეიქიც კი გადაიღეს.
კორაიმა ტორესი
კორაიმა ტორესი სერიალში, კასანდრა, მთავარ როლს ასრულებდა. ის უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა კოლუმბიაშიც და მიწვევით რამდენიმე სერიალში ითამაშა. 2013 წლის შემდეგ ის მთლიანად პოლიტიკაში გადაეშვა და არსებული მთავრობის ოპოზიციაშია.
ოსვალდო რიოსი
ოსვალდო რიოსის პოპულარობა საქართველოში არამხოლოდ კასანდრას, არამედ ბლანკოს ქვრივსაც უკავშირდება, ორივე მათგანში ის პროტაგონისტის როლს ასრულებდა. ვენესუელური სერიალების გარდა ოსვალდო კოლუმბიურ და მექსიკურ სერიალებშიც აქტიურად ჩნდებოდა. მონაწილეობა მიიღო ტელემუნდოს რამდენიმე საპნის ოპერაშიც, მათ შორის, არხის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალში ზორო, დაშნა და ვარდი. ეპიზოდური როლი შეასრულა ამერიკულ ფილმში ელზა და ფრედი, სადაც პარტნიორობას ლეგენდარულ შირლი მაკლეინს უწევდა. 2014 წლის შემდეგ, ოსვალდო რიოსი სერიალებსა და ფილმებში აღარ გამოჩენილა.
ჰენრი სოტო
ჰენრი სოტო კასანდრაში რანდუს როლს ასრულებდა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ ითამაშა თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ამის შემდეგ მას ძირითადად ეპიზოდურ როლებში იღებენ.
ესპერანსა მაგაზა
ესპერანსა მაგაზა კასანდრაში ბოშა ქალის, დარინდას როლს ასრულებდა. მსახიობი დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1960-1970-იან წლებში. მაგაზა 2013 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იუდას ქალი
იუდას ქალი 2002 წელს მარტინ ჰანის სცენარის მიხედვით გადაიღეს. სერიალმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. მის ასეთ წარმტებას, სიუჟეტის გარდა ავტორს, მარტინ ჰანსაც, უკავშირებდნენ, რომლის ნამუშევრებიც ყოველთვის გაჯერებულია შავი იუმორით. შინაარსი ალბათ ყველას გახსოვთ, შეუძლებელია ალტაგრასია დელ ტოროს ისტორია ვინმეს დავიწყებოდა. ოც წლიანი პატიმრობის შემდეგ ალტაგრასია ციხიდან გამოდის და სწორედ ამის შემდეგ იწყება იდუმალებით მოცული მკვლელობებიც. პატარძლის კაბაში გამოწყობილ მანიაკს კი იუდას ქალს ეძახიან.
შანტალ ბადოქსი
შანტალი სერიალში გლორიას როლს ასრულებდა. ის, ამჟამად, ძირითად დროს ოჯახსა და სამოდელო საქმიანობას უთმობს.
ხუან კარლოს გარსია
ხუან კარლოსი კოლუმბიასა და ვენესუელაში ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია, რომელსაც სხვადასხვა გამოცემები ხშირად ასახელებენ წლის ყველაზე სექსუალურ მსახიობად.
ასტრიდ კაროლინა ერერა
ასტრიდ კაროლინა ერერა ვენესუელაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი და შოუვუმენია. თუმცა სანამ მსახიობი გახდებოდა, ის 1984 წელს მის-მსოფლიო გახდა. ერერას არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული სამსახიობო კარიერისთვისაც. მაგალითად, რამდენიმე პრიზი როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი ვენესუელაში და ა.შ. ჰერერას 2014 წელს, 50 წლის ასაკში შვილი შეეძინა. ასტრიდი უკვე 6 წელზე მეტია ეკრანზე აღარ ჩანს, მისი ბოლო სერიალი მარტინ ჰანის ახალგაზრდა ქვრივი იყო, რომელიც ზუსტად ისევე, როგორც იუდას ქალი იდუმალებით მოცულ მკვლელობებს ეხებოდა.
გლედის იბარა
მარინა ბატისტას როლის შემსრულებელი გლედის იბარა ეპიზოდურ, მაგრამ სახასიათო პერსონაჟებს თამაშობს ვენესუელურ, კოლუმბიურ და მექსიკურ სერიალებში.
დორა მასონე
დორა მასონე ვენესუელის სექს სიმბოლოდ რამდენჯერმე დაასახელეს, მან სამჯერ იპოზიორა ფლეიბოისთვის. გარდა იმისა, რომ მისი კარიერა საკმაოდ წარმატებულად მიდის, ის აქტიურად არის ჩართული ვენესუელის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და ამჟამინდელი პოლიტიკური პარტიის ოპოზიციაშია. სწორედ ამას უკავშირებს იმ ფაქტსაც, რომ რამდენიმე პროსახელისუფლებო არხი მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
ფედრა ლოპესი
ისევე როგორც დორა მასონე, ფედრაც ოპოზიციურად განწყობილი მსახიობია, რომელიც საკუთარ პროტესტს ხელისუფლების მიმართ ღიად გამოხატავს. ორ წელზე მეტია ის ეკრანზე არ ჩანს, თუმცა სოციალური ქსელის დახმარებით მისი განცხადებები ხშირად ვრცელდება.
კიარა
კიარა ვენესუელაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუვუმენია. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა შოუები მიჰყავს, ის აქტიურია სამსახიობო კარიერაშიც და მის მეორე პროფესიაშიც, კიარა ადვოკატიც არის. ამავდროულად ჩაწერილი აქვს არაერთი სიმღერა, რომლებიც ლათინური ამერიკის ჩარტებში სხვადასხვა დროს ლიდერობდნენ კიდეც.
ალბი დე აბრეუ
წარმატებული სამსახიობო კარიერის მიუხედავად, ალბი იუდას ქალის გადაღებების შემდეგ ლოს-ანჯელესში, სამსახიობო სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა, იქიდან დაბრუნებულმა კი პროდიუსერობა და რეჟისორობა გადაწყვიტა. ის ერთდროულად კარგად ფლობს ესპანურ, ინგლისურ და პორტუგალიურ ენებს, სწორედ ამიტომ, ხშირად იღებენ ამერიკულ და პორტუგალიურ სერიალებსა თუ ფილმებში.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები