სენატორი შაჰინი: Russia Today რუსეთის ხელისუფლების ინსტრუმენტია
ამერიკის პროგრესის მოძრაობის ფონდის შეხვედრაზე რუსეთის მიერ ამერიკაში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებზე ისაუბრეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა [ნიუ ჰემფშირის სენატორი] რუსეთის სტრატეგია და მიზნები განიხილა და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც ამერიკამ უნდა გადადგას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების და მოკავშირეების დასაცავად. შაჰინის განცხადებით, ეს გამოწვევები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ორპარტიულ თანხმობას საჭიროებს. სენატორის თქმით, ამერიკამ უნდა შეისწავლოს რუსეთის დემოკრატიულ პროცესში ჩარევის მცდელობა და მიიღოს ზომები, რათა მსგავსი შეტევებისგან თავი დაიცვას.
„ეს ტრამპის ადმინისტრაციის ადრეული ეტაპია, ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმოდგენა ნატო-ზე შეიცვალა, რაც იმედისმომცემია, ასევე სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ნატო-ს მნიშვნელობაზე და რაღა თქმა უნდა, თავდაცვის მდივანს, მატის ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციას და ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობას და რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ერთად,“ - განაცხადა შაჰინმა.
სენატორი შაჰინი ოთხპუნქტიანი გეგმის ინიციატივით გამოდის, რაც ამერიკას რუსეთის შეტევების თავიდან აცილებაში და შეჩერებაში დაეხმარება. ეს გეგმა მოიცავს სანქციების გაზრდას მათ შორის, ენერგო-სექტორზე, ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას ბალტიისპირა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარების აღმოჩენას და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას. ამერიკის ხმის კითხვას, თუ რამდენად ფიქრობს შეძლებს თუ არა მისი ინიციატივა მხარდაჭერის მოპოვებას, შაჰინმა განაცხადა, რომ ამ საკითხების უმრავლესობაზე კონგრესს კონსენსუსი აქვს.
„მე ვფიქრობ, სანქციების კანონს [რუსეთის წინააღმდეგ] დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რესპუბლიკელ უმრავლესობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო დგამს სამხედრო ნაბიჯებს და ხდება შენაერთების პოზიციების ცვლილება ევროპის მხარდაჭერის სტრატეგიის ფარგლებში და ამერიკაც უფრო აქტიურად უჭერს მხარს ამ პროცესებს. ჩვენ განვათავსებთ დამატებით საბრძოლო ბრიგადას პოლონეთში და ჩვენ ეს ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რათა რუსეთი მიხვდეს, რომ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით.
და ბოლოს, უკრაინას და უკრაინის მცდელობებს ააშენოს დემოკრატიული ქვეყანა აქვს ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა. იმედია მოხდება ამ საკითხების გატანა,“ - განაცხადა შაჰინმა.
სენატორმა შაჰინმა კონგრესში ცოტა ხნის წინ კანონპროეტი შეიტანა, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს აძლევს უფლებამოსილებას შეისწავლოს „საგარეო აგენტის რეგისტრაციის აქტის“ (FARA) დარღვევის შესაძლო შემთხვევა Russia Today-ს ამერიკის ოფისის მიერ. შაჰინის მიერ წარმოდგენილი კანონის მიზანი ამ აქტის განახლებაა, რომლითაც ორგანიზაციებს როგორიცაა, Russia Today, მოეთხოვებათ წარმოადგინონ საგარეო დაფინანსების წყაროების დოკუმენტაცია და მათი უცხოური კავშირების შესახებ ინფორმაცია.
„ჩვენ გვაქვს დეზინფორმაციის კამპანიის შესწავლის მცდელობები. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში კონსტიტუციის პირველი შესწორება სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა და რა თქმა უნდა, არ დავხურავთ ამა თუ იმ გამოცემას. თუმცა, ჩვენ უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია და გავაგებინოთ მათ, თუ რას უყურებენ. მაშინ, როდესაც ჩვენს კანონმდებლობას ჩავარდნები გვაქვს, რაც აძლევს საშუალებას ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Russia Today, რომ გვერდი აუარონ ჩვენ კანონმდებლობას და არ გაამხილონ, რომ ისინი რუსეთის მთავრობის დანაყოფი არიან,“ - ამბობს შაჰინი.
კანონპროექტის მომავალი, რომელიც Russia Today-ს უცხოეთის აგენტის კვალიფიკაციას მიანიჭებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. სენატი ამ საკითხის შესახებ, განხილვას და დებადებს განაგრძობს.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
კომენტარები