აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში მოგზაურობის შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, ამერიკის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ კონტინენტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე არსებობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საფრანგეთის, რუსეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ბოლოდროინდელ ინციდენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას "შეუძლიათ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვა და შესრულება".

სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოგზაურობაზე თავის მოქალაქეებს აქამდეც აფრთხილებდა, წინა გაფრთხილებას ვადა თებერვლის ბოლოს ამოეწურა.

უწყების თქმით, გაფრთხილება რამე კონკრეტული საფრთხის გამო არ გაუვრცელებიათ. გაფრთხილების ვადა პირველ სექტემბერს იწურება.