საია: ხუთი სამინისტროდან რეორგანიზაციის პროცესში 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ხუთი სამინისტროდან 2 300 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპესაციის სახით ჯამში 322 300 ლარი გადაუხადეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის სახით 12 სამინისტროსგან მიიღო მონაცემები. ამ მონაცემებით, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა 55 მლნ 344 ათასი ლარი იყო. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში.
საიას კვლევა მოიცავს ხუთი თვითმმართველი ქალაქის მონაცემებსაც. ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ფოთის თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო ააიპ-ების დაფინანსება მილიონ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპ-ებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოავლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
- მთავრობის სხდომაზე არ განხილულა სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;
- სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;
- სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს საჯარო მოხელეთა ფინანსურ გარანტიებსა და მოტივაციაზე, ასევე გამოიწვიოს საჯარო დაწესებულებიდან პროფესიონალი კადრების გადინება;
- მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა;
- საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად;
- დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ ააიპ-ების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება.
-
გადახედვარუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვამედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს
-
გადახედვაბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვააქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან აქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება
-
გადახედვაონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას ონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო
-
გადახედვასაქალაქო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე განახლდა საქალაქო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე განახლდა
-
გადახედვასაია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა საია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება
-
გადახედვაზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება ზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება
-
გადახედვაოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
-
გადახედვაBBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა BBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა
-
გადახედვაპროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან პროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან
-
გადახედვაNYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ NYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ
-
გადახედვაMeta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს Meta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს
-
გადახედვა11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი 11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
კომენტარები