გორგოძილას 15-წლიანი სანაკრებო ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე ნაკრებში კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
მამუკა გორგოძე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2003 წლის 22 თებერვალს გამოჩნდა. ის 15 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ღირსებას და ამ დროის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მომენტი აჩვენა გულშემატკივარს. მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც 18 წლის გორგოძემ მოედანზე ათი წუთი გაატარა. ის მატჩი საქართველოს ნაკრებმა 31-ქულიანი სხვაობით (34-3) მოიგო.
ამ მატჩის შემდეგ მამუკა გორგოძე ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრი და ლიდერი გახდა. ის ახალი თაობის რაგბისტებს შორის გამოირჩეოდა როგორც მონდომებით, ისე ნიჭითა და თავდადებით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გორგოძე ფრანგული გრანდების ყურადღების ცენტრში მუდმივად იყო.
სწორედ მამუკა გორგოძის კაპიტნობის წლებს უკავშირდება საქართველოს რაგბის ნაკრების მნიშვნელოვანი წარმატებები.
მამუკა გორგოძეს საქართველოს ნაკრებთან ერთად სამ მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, 2007, 2011 და 2015 წლებში. მსოფლიო თასებზე მამუკა გორგოძემ, ჯამში, 11 თამაში ჩაატარა. აქედან, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ოთხჯერ მოიგო, შვიდჯერ კი დამარცხდა. თავად გორგოძემ, მსოფლიო თასებზე ნაკრებისთვის 15 ქულის მოტანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე საქართველოს შედეგიანობა წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა, რაც მამუკა გორგოძის დამსახურებაცაა. ამის დადასტურებაა ისიც, რომ მსოფლიო თასზე მამუკა გორგოძე ოთხჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. თანაც, ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ, როგორიცაა ტონგა, ახალი ზელანდია, ინგლისი და რუმინეთი.
რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის მსოფლიო თასი, სადაც გორგოძე გუნდის კაპიტანი გახლდათ. მისი წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო. მოიგო ორი თამაში, ტონგასთან და ნამიბიასთან, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, შედეგად კი 2019 წლის მსოფლიო თასზე საგზური ნაადრევად მოიპოვა.
2015 წელი საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ამ მიღწევაში მამუკა გორგოძეს უდიდესი როლი აქვს შესრულებული. როგორც მორაგბე ამბობს, მისი კარიერის საუკეთესო მატჩი სწორედ ინგლისში, ტონგას წინააღმდეგ, 2015 წელს შედგა. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვიდქულიანი სხვაობით დაამარცხა ტონგას უძლიერესი ნაკრები.
ეროვნულ ნაკრებში მიღწეული წარმატების გარდა, მამუკა გორგოძეს მსოფლიო აღიარებაც არ მოჰკლებია. იგი მიწვეული იყო „ბარბაროსების“ ნაკრებში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს იწვევენ და ტესტ მატჩებს მართავენ. „ბარბაროსთა“ ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერი სპორტსმენისთვის უდიდეს წარმატებად ითვლება. ამასთან ერთად, მამუკა გორგოძე ყოველი შეხვედრის შემდეგ ბევრ კომპლიმენტს იმსახურებდა. მას ფრანგმა თანაგუნდელებმა გორგოძილა შეარქვეს და საერთაშორისო პრესაც სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდა.
2015 წელს ბრიტანულმა გამოცემამ, Allsportnews-მა გორგოძე მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა და მას მეექვსე ნომრის პოზიცია მიუჩინეს. ამგვარი წარმატებები გორგოძის ცხოვრებაში უამრავი ყოფილა. 2011 წელს მამუკა გორგოძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენადაც დასახელდა.
მისი დებიუტიდან დღემდე, გორგოძემ ეროვნული ნაკრების მაისურით 70-მდე ოფიციალური თამაში ჩაატარა და 130-მდე ქულა მოუტანა გუნდს. მასთან ერთად საქართველოს ნაკრებმა 45 მატჩის მოგება შეძლო, 22 კი წააგო, დანარჩენი ოთხი კი ფრედ დასრულდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები