თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს
ქართველი რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ახალ ფილმზე მუშობს, რომელშიც მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი და ჯანო იზორია ასრულებენ. გადაღებები ძირითადი პალიასტომზე, ერთ-ერთ კუნძულზე მიმდინარეობდა.
"გადაღებებს რაც შეეხება ძლივს გადავრჩით. ძირითადად ან წყალში ვიღებდით ან წყლის ნაპირზე, -10 გრადუსში. გვათოვდა და გვაწვიმდა. გათოვდა პალიასტომზე და გაყინულ ტბაში მოუწიათ ღამით ცურვა გიორგი ბოჭორიშვილს და ჯანო იზორიას. ამ ყველაფერს საინტერესო აღმოჩენებიც ახლდა, ვიპოვე ადამიანები, ვისთან ერთადაც არაფრის შემეშინდება, მსახიობები, მხატვრები, ოპერატორი, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით შექმნეს ეს პატარა სამყარო ტორფის კუნძულზე რომელსაც ჰორიზონტი დავარქვით. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამდენი ადამიანის თავდადება რომ არ დაიკარგოს და ერთ ფილმად შეიკრას", - უთხრა On.ge-ს თინათინ ყაჯრიშვილმა
ფილმში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს.
"თინამ სცენარის შესახებ ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს მიამბო, იმდენად საინტერესო სცენარი იყო, რომ მოწონება ვერ დავფარე და წარმატებები ვუსურვე. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა, ასე დაიწყო ჰორიზონტის რეპეტიციები. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო მასთან მუშაობა, უფრო უახლოვდები, სიღრმისეულად არკვევ დეტალებს. პირველ თებერვალს დავიწყეთ გადაღებები და ძირითადად ფოთში, ქობულეთში, ბათუმსა და თბილისში გვიწევდა მოძრაობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მხატვრების საოცარი ნამუშევარი, რადგან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს სადაც თამაში მიწევს. ეს იყო არაჩვეულებრივი ჯგუფი, რომელთან მუშაობაც მომიწია და რაც მთავარია რეჟისორი, რომელიც შენთან, შენს პერსონაჟთან ერთად გადის მთელს გზას. საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი იყო, თუმცა დეტალებისგან და სიუჟეტის მოყოლისგან თავს შევიკავებ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს როლი ძალიან ემოციური იყო. ჩემი პერსონაჟი ერთი შეხედვით ლამაზი, უზრუნველყოფილი, მხიარული, თითქოს პრინციპული, მაგრამ საკმაოდ ტრაგიკული პიროვნებაა. თიკოს დიდი წარმატებას ვუსურვებ, მისი გამარჯვება ჩვენი, ყველას გამარჯვებაა", - ამბობს ია სუხიტაშვილი On.ge-სთან საუბრის დროს.
ეს თინათინ ყაჯრიშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მისი პირველი ფილმი პატარძლები არაერთი პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის არის სარაევოს მე-20 კინოფესტივალი, რომელზეც კინოსურათმა ორი პრიზი მიიღო.
ფილმი საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
კომენტარები