მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს Tete Noise გახსნის
15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით, საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU 2017 ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარმატებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან.
ფესტივალს ქართველი მუსიკოსი სანდრო ჩინჩალაძე გახსნის. Tete Noise - ასე ჰქვია სანდრო ჩინჩალაძის პროექტს, რომლითაც ის საზოგადოებამ გაიცნო. მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე, რომელიც ამბიენტისა და დრონის გარშემო ექსპერიმენტირებს, ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარ სიმებიან კვარტეტთან ერთად დაუკრავს.
ვინ არის Tete Noise?
ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისიდან, სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფში, განსხვავებული მიმართულების მუსიკას ქმნიდა. მათგან ყველაზე გამორჩეული კი გაჩა ბაქრაძესთან, და მოგვიანებით, ვაჟა მართან ერთად არსებული პროექტი Me & My Monkey იყო. 2011 წლისათვის ტეტემ აქტიურად დაიწყო ამბიენტ მუსიკაში ექსპერიმენტირება. 2013 წელს ლეიბლზე Withering Trees მისი EP The Last is The Sweeter გამოვიდა. მას შემდეგ მისი ნამუშევრები საველე ჩანაწერების კოლაჟურ გადამუშავებებზე იგება, ნოიზის, ალეატორიკისა და სხვა ექსპერიმენტული მუსიკის ნარატივში. 2017 წელს გამოვიდა მისი ამბიენტ ალბომი Artificial Frequencies For Daydreamers.
რას შეასრულებს?
15 მაისს Tete Noise მაყურებლის წინაშე მისი ბოლო ალბომით წარდგება. როგორც არტისტი ამბობს, ის კონცერტზე მოსულ მაყურებელს თავისი ალბომის Erase Me From the Clusters-ის იმპროვიზებულ ვერსიას წარმოუდგენს.
"ეს იქნება წარმოდგენა ბუნების ხმებითა და კვარტეტის თანხლებით. ყურადღება დაეთმობა ვიზუალურ მხარესაც, რომელსაც SOU 2017-ის კონცეფციისა და ჩემი მუსიკის მიხედვით, ნინო მეტრეველი და ფესტივალის ვიზუალური კურატორი მარიამ ნატროშვილი მოამზადებენ", - გვითხრა სანდრო ჩინჩალაძემ.
"ამ ტიპის მუსიკითვის ვიზუალური ხელოვნება განუყოფელი ნაწილია. მხოლოდ ორივე ერთად ქმნის ერთ მთლიანს", - ამბობს არტისტი.
სანდრო ჩინჩალაძე თავისი მუსიკის შესახებაც გვესაუბრა:
"ჩემი მუსიკა არის სხვადასხვა ემოციების, სიზმრების, სიხარულის, ტკივილისა და იმედგაცრუების ნაზავი და ამ გრძნობების სტატიური ორომტრიალი. ყოველი მუსიკა ერთი დღის ემოციაა, რომელიც შემემთხვა მე ან უბრალოდ დავინახე და გავიზიარე, შემდეგ კი ჩავწერე".
Tete Noise თავისი მუსიკის შექმნაში დიდ მნიშვნელობას ბუნებრივ და ნამდვილ ხმებს ანიჭებს. როგორც ის ამბობს, ე.წ. Field Recording მისი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.
"ძალიან ბევრ ხმას ვაგროვებ ქალაქში და საერთოდ ყველგან, სადაც დავდივარ. ხშირად ვიყენებ ბუნების ხმებს: ზღვას, ტყეს და ქარს", - ამბობს ის.
სანდროს ფესტივალის შესახებაც ვესაუბრეთ. ის თვლის, რომ SOU 2017 კარგი შანსია ქართველი მუსიკოსებისა და მუსიკის ამ ჟანრის პოპულარიზაციისთვის:
"ეს არის ძალზედ საინტერესო ღონისძიება მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური მუსიკა. ვფიქრობ, რომ ბევრ იმ ადამიანს გამოაცოცხლებს, ვინც ასეთ მუსიკას ქმნის. ყველას ვურჩევ, რომ დაესწრონ ფესტივალის ყველა ღონისძიებას და მიიღონ სიამოვნება".
სად და როდის?
ფესტივალი 15 მაისს გაიხსნება. აღნიშნული წარმოდგენა თბილისის ცირკში გაიმართება და ის 22:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალის პირველი მონაწილე ლოკაციით განსაკუთრებით კმაყოფილია:
"ნამდვილად ზღაპრული ადგილია. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო გამოვა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის ცირკში მსგავსი ღონისძიება არასდროს ჩატარებულა. იმედი მაქვს, რომ ყველა ისიამოვნებს".
Tete Noise-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ TKT.GE-ს. ბილეთების ფასი 10 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ SOU 2017 თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალია, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები