რას წერს VOGUE ქართული ჩოხის შესახებ?
მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალი Vogue ქართული ჩოხის შესახებ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, Vogue-ის ყურადღება ქართულმა ჩოხამ მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე მიიპყრო.
სტატიის შესავალში მკითხველისთვის განმარტებულია ჩოხის მნიშვნელობა.
„ჩოხა მატყლისგან დამზადებული ტანისამოსია, რომელსაც ძირითადად მამაკაცები ატარებენ. მას მკერდზე ვაზნების შესანახი ჯიბე აქვს. ადრე, ის უბრალოდ ნაკეცები იყო, მაგრამ მოგვიანებით ტყვიებისა და დენთის სათავსოდ გადაკეთდა. ახლა ის უბრალოდ დეკორაციული ფუნქცია აქვს" - წერს Vogue.
სტატიის ავტორი ჩოხის ისტორიულ განვითარებაზეც წერს. ავტორი აღნიშნავს, რომ ჩოხა, როგორც ასეთი, სპარსეთიდან წარმოიშვა და საქართველოში მეცხრე საუკუნეში დამკვიდრდა. ტანისამოსის ისტორიაზე საუბრისას, ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩოხა საბჭოთა კავშირის დროს თითქმის არ გამოიყენებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართველებმა ჩოხის ტრადიცია ეროვნული სიამაყის მოტივით აღადგინეს.
ბოლო დროს ქართული ჩოხა ძალიან მოდური გახდა და მას სხვადასხვა დიზაინერები ინსპირაციის წყაროდაც იყენებენ. სწორედ ამის შესახებ წერს ჟურნალიც. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩოხის ტრენდი წარმოშობით ქართველი დიზაინერის სახელს, დავიდ კომას უკავშირდება. მან ლონდონის შემოდგომის მოდის კვირეულისთვის თავის კოლექციაში მშობლიური ტრადიციული შტრიხები შეიტანა და ჩოხის მოტივზე მოსასხამების თანამედროვე დიზაინი შექმნა.
ჟურნალისტი წერს, რომ დავიდ კომამდე სხვა ქართველ დიზაინერებსაც გამოუყენებიათ ჩოხა ინსპირაციის წყაროდ. მაგ: დათუნა სულიკაშვილსა და სიმონ მაჩაბელს. სტატიაში მოყვანილია სიმონ მაჩაბლის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ჩოხა ოდითგანვე ხალხური სამოსი იყო და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები საინტერესო უნდა იყოს.
თბილისის შემოდგომის კოლექციის ჩვენების პირველ დღეს ჩოხის თანამედროვე ვერსიები ანუკი ქებურიამ და ლიკა გოგლიძემ წარმოადგინეს.
სტატიის დასასრულისკენ ჟურნალისტი ერთ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებს. ის წერს, რომ 1989 წელს საქართველოს დიზაინერი რეი კავაკუბო ეწვია, რომელიც ნიკო ფიროსმანის დიდი გულშემატკივარი ყოფილა. ის საქართველოში ბრიტანელ ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად ჩამოვიდა, რათა იმ დროინდელი სოფლის მოსახლეობა თავისი ბრენდის (Comme des Garçons) სამოსელში გადაეღო. საბოლოოდ, ფოტოგრაფმა ქართველები Comme des Garçons-ისა და ჩოხის მიქსში გადაიღო. ეს ფოტოები გასულ წელს თბილისში ArtBeat-ის ფარგლებში გამოიფინა.
სტატიის ბოლოს ჟურნალისტი მკითხველს უმხელს თუ სად და როგორ შეიძლება თანამედროვე ჩოხის შეძენა.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები