ღამის მგლების მოტოციკლისტები ვაკის პარკში მივიდნენ
რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული მოტოციკლისტების დაჯგუფება ღამის მგლების ორი წევრი მივიდა დღეს ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები არიან შეკრებილნი და აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
როგორც ღამის მგლების ერთმა წევრმა ჟურნალისტებს უთხრა, ისინი ადგილზე იმყოფებიან, რათა "პატივი მიაგონ" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას:
"მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე, უბრალოდ, პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს, რომლებიც ნაციზმს ებრძოდნენ. მე ამაყი ვარ, რომ მათ ეს გააკეთეს, ისინი იყვნენ რკინის ადამიანები, რომლებმაც მთელი მსოფლიო გადაარჩინეს."
ღამის მგლების ლიდერი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობარი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“, რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით 9 მაისს თბილისში, დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად ორგანიზებულად აპირებდა ჩამოსვლას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ რუსი მოტოციკლისტების სტუმრობა არასასურველად მიაჩნია, თუმცა, ღამის მგლების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, პოლიცია მათ გადაადგილებას და ქცევას ყურადღებით დააკვირდება. საბოლოოდ, ისინი საქართველოში ამჯერად ორგანიზებულად არ შემოსულან, თუმცა, რამდენიმე მათგანმა მაინც მოახერხა საზღვრის გადმოკვეთა, შსს-მ განმარტა, რომ ისინი ტურისტთა ჯგუფს, ღონისძიების დაანონსებამდე ბევრად ადრე, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე შემოჰყვნენ.
ღამის მგლების საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რასაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ღამის მგლები ყოველწლიურად აწყობენ მოტოგარბენს იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, მათ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, უკვე წლებია არ აძლევენ შესვლის უფლებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ყოფნით არაერთხელ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, გასულ წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში. 2013 წელს, მათი ლიდერი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი ილია მეორემაც კი მიიღო საპატრიარქოში.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები