0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარტნიორის კონტენტი
ტესტი: გვითხარით, როგორი დასვენება გიყვართ და გეტყვით, როგორ ჩადგეთ შესაბამის ფორმაში
ახლოვდება შვებულებების სეზონი, გრძელი და ცივი ზამთრისა და სველი და უჟმური გაზაფხულის მერე საჭიროა ფორმაში უცებ ჩადგომა. შეიძლება შვებულება სულაც არ გეკუთვნით ან გასვლას ვერ ახერხებთ, ამისთვის კი განტვირთვა და ენერგიის მოკრება გჭირდებათ. მოკლედ, ვარჯიში ყველა შემთხვევაში საჭიროა, ამიტომ გაიარეთ ჩვენი ტესტი და გაიგეთ, რა სახის პროგრამა შეეფერება თქვენს გეგმებს.
სად აპირებთ დასვენებას?
- პენსიონერულად, წავალ მივწვები სადმე კურორტზე
- რამე სათავგადასავლო ტურში წავალ
- მხოლოდ მთებშია თავისუფლება!
- სად მცალია დასასვენებლად, მთელი ზაფხული ვმუშაობ!
- ჩემს სოფელში, ჩავწვები ჰამაკში და ვიკითხავ წიგნებს
- ფეხით ვაპირებ მთელი ქვეყნის შემოვლას
- აი, მე უფრო ზღვა!
- რა ვიცი, სულ ვისვენებ და ახლაც რამე ორიგინალურს მოვიფიქრებ
- ქალაქთან ახლოს, რომ საჭიროების შემთხვევაში უცებ დავბრუნდე
- ბერლინს ან გოას დავიმხობ თავზე
ვისთან ერთად გეგმავთ დასასვენებლად წასვლას?
- აი, ყველასთან ერთად! ვინ ყველა? აი, ყველა!
- ოჯახთან ერთად და აი, არ ვიცი, რა ძალა მადგა!
- მეგობრებთან ერთად
- თანამშრომლებთან ერთად, ჩემი ნებით არ მივდვარ, ოღონდ :(
- მარტო მივდივარ, აქაც მეყოფა ეს ხალხი, უფ!
- აუ, მაგაზე მაფიქრე ახლა კიდე, რა!
- ჩემს სიხარულთან ერთად <3
- მე და ჩემი კატა, მეტი არავინ გვჭირდება!
- აუ, მე კი არა, ისინი მოდიან ჩემთან ერთად, რა!
- მშობლებთან ერთად, მარტო არ მიშვებენ
როგორ იტვირთებით ფიზიკურად დღის განმავლობაში
- მეგობრებთან ერთად რამეს ვთამაშობ
- ვწევარ, სერიალებს ვუყურებ და ჩაის ვსვამ, ითვლება?
- მაღაზიდან სახლში სავსე პარკებს დავათრევ
- ვსეირნობ ხოლმე
- აუზზე დავდივარ
- დილას ან საღამოს დავრბივარ ხოლმე
- ვცეკვავ ხოლმე, მაგაზე კარგი ფიზიკური დატვირთვა არ არსებობს
- ლიფტი არ მიმუშავებს და კიბეებზე ფეხით ავდივარ ხოლმე
- ვვარჯიშობ
- ოფისში ვზივარ და სკამის საზურგით ვქანაობ ხოლმე
როგორ იტვირთებით ხოლმე დასვენებისას?
- ვცურავ, ზვღაში რო შევალ ვეღარ გამომიყვანთ იქიდან!
- ძირითადად თვალები მეტვირთვება წიგნებისგან და სერიალებისგან
- ჯგუფურ ვარჯიშებში ვერთვები ხოლმე
- შვებულების დროსაც დავრბივარ
- სოფელში მივდივარ და ვთოხნი
- პლაჟზე ვწევარ და მზის სხივები მტვირთავენ
- სულ დავდივარ, ყველა კუთხე-კუნჭულს ვნახულობ
- ვცეკვავ-თქო, რამდენჯერ უნდა გითხრათ?
- ლაშქრობა, კარავი, შეშის ჩეხვა, თოვლის კაცის ძებნა
- შოპინგისას სავსე და უამრავ ჩანთას დავათრევ
აირჩიეთ დასვენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი
აირჩიეთ სასმელი, რომელსაც დასვენებისას საღამოობით მიირთმევთ
დასვენებისას, ყველაზე მეტად რა ნაწილი მოგწონთ?
- სელფების გადაღება და ფეისბუქზე პოსტვა
- ქუჩებში უაზროდ ბოდიალი
- ახალი ხალხის გაცნობა, ნამდვილი ექსტრავერტი ვარ!
- სხვადასხვა სამზარეულოს და ახალი საჭმელების გასინჯვა
- რა ვერ გაიგეთ? ცეკვა, ცეკვა და ცეკვა!
- მუზეუმებში სიარული
- ადრე გაღვიძება რო არ მიწევს
- შოპინგი
- უბრალოდ გდება და დასვენება
- ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერება
კომენტარები