„ხმოსნები და მგოსნები“ საკონსტიტუციო განხილვებზე
საქართაველოს კონსტიტუცია იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ და კონსტიტუციის პროექტს წარუდგენენ საზოგადოებას. პროცესში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი. კონსტიტუცია, რომლის პროექტზეც 73-წევრიანმა კომისიამ იმსჯელა და რომელსაც პარტიებიდან მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხარი, 11 მაისს გორის საზოგადოებას წარუდგინეს. თეატრის შენობა, რაც განხილვის ლოკაციას წარმოადგენდა, ხალხს ვერ იტევდა.
12 საათზე ჩანიშნული განხილვისთვის ადამიანებმა მობილიზება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს ისე, რომ ნახევარი საათით ადრე მისული მოქალაქეებისთვის შენობაში შესვლაც კი თითქმის შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენდა. საზოგადოების ნაწილმა ამგვარი მობილიზება ხელისუფლების გადაჭარბებულ მცდელობას დაუკავშირა და წარსული პრაქტიკა გაიხსენა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კი არაერთხელ განმარტეს, რომ ეს კონსტიტუციის განხილვისადმი ინტერესითაა გამოწვეული და საგანგებო მობილიზებას ადგილი არ აქვს.
ამფითეატრის რიგებში მწყობრად და თანმიმდევრულად საბავშვო ბაღების დირექტორების, სახელმწიფო სსიპ-ებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა განლაგება სპეციალური სცენარის არსებობის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებდა. '
„მოხსენებითი ბარათების საფუძველზეა ხალხი აქ მოსული. მე მგონია, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უმჯობესია, აქ ხალხი მოდიოდეს პირადი და კეთილი ნების საფუძველზე, ყოველგვარი დირექტივის გარეშე,“ – განაცხადა გვანცა დოლუაშვილმა, ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, რომელმაც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა შეკითხვით მიმართა: „ვინაიდან წარმოვადგენ იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც წლებია მუშაობს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ (კანონში „თავისუფლების ქარტია“ ნათქვამია, რომ უნდა შეიცვალოს ტოტალიტარული და ფაშისტური შინაარსის მატარებელი სიმბოლოები და სახელწოდებები ქუჩებზე, ქალაქების, დაბების და ასე შემდეგ დასახელებაში. ამ შემთხვევაში, კითხვის ავტორი გულისხმობს სტალინის ქუჩას, რომელსაც დღემდე არ შეცვლია სახელი გორში.– ნ.დ.) იმპლემენტაცის თაობაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია უნდა გახდეს გარანტი ამ კანონის მუშაობის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 2010 წელსაა მიღებული, დღემდე არ შეკრებილა ქარტიის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის პრაქტიკაში განხორციელებას. ამის უარყოფით შედეგებს ჩვენ ყოველ წელს ვხედავთ ჩვენს ქალაქში, პრორუსული ძალების მიერ გამართულ აქციებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედება და იმ მავნე მემკვიდრეობის გადასინჯვის წახალისება, რაც საბჭოა კავშირის სახით დღემდე შემოგვრჩა“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით მხოლოდ გაკეთილშობილდება, პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესი კი ოდიოზური ფიგურის არჩევის პრევენციას მოახდენს.
„პირდაპირ არჩევის წესით ოდიოზურ ფიგურებს ირჩევენ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი“ – აცხადებს ის.
განხილვის პროცესში მდგომარეობა დარბაზში რამდენჯერმე დაიძაბა და დებოშის პირამდე მივიდა, განსაკუთრებით, სერგო რატიანის გამოსვლისას, რომელიც ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს.
ხმაური მოჰყვა მოსკოვის ყოფილი მერის, ლუჟკოვის ვიზიტის ხსენებასაც, რომელიც საქართველოში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად უპრობლემოდ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ პირების სიაში გახლდათ, ვინც დაარღვია „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა საქართველოს გავლით, არამედ რუსეთიდან შევიდა, ხელისუფლებას მასზე კანონით გათვალისწინებული სანქცია არ გაუვრცელებია.
კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება შედის, რომელიც პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილების განმაპირობებელი იქნება. ეს ეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს და მისთვის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირებას უშიშროების საბჭოს ჩამოცილებით; ასევე, პოლიტიკური ბლოკების გაუქმების საკითხს – შემოდის ეგრეთ წოდებული ბონუსის ელემენტი, რითაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია გადაუნაწილებელ მანდატებსაც წაიღებს და კიდევ უფრო გაზრდის საკუთარ წარმომადგენლობას პარლამენტში, სადაც, თავის მხრივ, მხოლოდ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხვდება პარტია და სხვა. პარტიები ამ რეგულაციას მათთვის დამღუპველად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. ხათუნა გოგორიშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შესულ პარტიებს შორის განსხვავება 0,1 პროცენტია და გადაუნაწილებელი მანდატების სრულ ოდენობას პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს, ეს უსამართლობაა, რადგან ამგვარი მანდატების რიცხვი, შესაძლოა 70 დეპუტატიც იყოს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით
მიმართა: „შინაარსი ერთია და მარტივია: სხვისას ნუ მიიწერ. ჩვენთან მარტივად უნდა იყოს: მიიღე ხმა? აიღე და შენი იყოს, თუ არ მიგიღია, რატომ უნდა წაიღო?“
აუდიტორიიდან დასმულ კითხვებს შორის ყველაზე მეტი გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებულისთვის გადაცემასა და პრეზიდენტის არჩევითობის საკითხს შეეხებოდა. „მე არ მინდა არც ხმოსნების, არც მგოსნების, არც ნდობით აღჭურვილი პირებისმიერ არჩეული პრეზიდენტი, დანიშნული პრეზიდენტი. მე მინდა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რადგან დემოკრატია ესაა ხალხის მმართველობა“, – განაცხადა ნინო ნიპარიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა კასპიდან.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმა პირდაპირი პასუხი არ გასცეს კითხვებს, რაც თვითმმართველობების გაუქმებას ეხებოდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ირმა ინაშვილის გამოსვლაში ასევე ისმოდა საყვედური გადაუნაწილებელი მანდატების თაობაზე: „ჩვენ ხომ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია, საქართველოს პატრიოტებს. სიკეთის მეტი თქვენთვის არაფერი არ გვინდა და არც ჩვენი ქვეყნისთვის. არც ხელისუფლებაში ვყოფილვართ, არც არავინ მოგვიკლავს და გვიწამებია, ღმერთმა დაგვიფაროს. ამიტომ ჩვენც ხომ უნდა დაგვიტოვონ ამათ შანსი, რომ ჩვენც წავიწიოთ წინ, ჩვენც გავიმარჯვოთ, ჩვენც მოვიპოვოთ წარმატება”.
კონსტიტუციის სახალხო განხილვა უკვე გაიმართა ახალციხეში, ზუგდიდში, ბათუმში, ჩოხატაურში, ამბროლაურსა და ქუთაისში. ეს პროცესი თელავის, მცხეთისა და რუსთავის მოვლის შემდგომ თბილისში 15 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც კონსტიტუციის პროექტს კენჭს პარლამენტი უყრის.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები