TDI ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებაზე: სახელმწიფო ავლენს დისკრიმინაციულ პოლიტიკას
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მუსლიმი თემისთვის ბათუმში მეჩეთის აშენების უფლების არ მიცემით სახელმწიფო ავლენს დისკრიმინაციულ პოლიტიკას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უხეშად არღვევს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების კონსტიტუციურ უფლებებს ჰქონდეთ სალოცავი პირობები და თანასწორად სარგებლობდნენ საკუთრების უფლებით.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ეხმაურება კიდევ ერთ გადაწყვეტილება, რომლითაც სოფელ მოხის სადავო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ორი წლის განმავლობაში, კომისიის საქმიანობა გაუმჭვირვალე იყო.
"კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას. კომისიას არ გააჩნია არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება, მიანიჭოს კულტურული ძეგლის სტატუსი რაიმე ქონებას. ამასთანავე, თვითმმართველობის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ამ ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ოქმებში მოხსენიებულია „კომისიის გადაწყვეტილება“, მას სავალდებულო ხასიათი ვერ ექნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეიძლება იყოს," - აღნიშნავენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.
მათივე შეფასებით, გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ კომისიას არ შეუსწავლია შენობის წარმომავლობა, შესაბამისი ისტორიული დოკუმენტები, არ უმსჯელია პრობლემის მოგვარების სამართლებრივ გზებსა და ისტორიული ნაგებობის კუთვნილების დადგენის საკითხებზე.
მუსლიმი თემი აჭარაში მეჩეთის აშენებას წლებია ითხოვს, თუმცა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 5 მაისს მეჩეთის აშენების უფლება არ გასცა. მის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, რომ ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მიიღო.
"ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს," - აღნიშნულია ბრძანებაში.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, საცხოვრებელი ზონა 6 არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (განაშენიანების დომინირებული სახეობა – საცხოვრებელი სახლები).
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები