NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება უზრუნველყოფს.

გამოკითხულთა ყველაზე მაღალი, 29%, მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას - 11%.

7-7% მიიჩნევს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით, CRRC-იმ 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხული 2 493 მოქალაქე წარმოამდგენლობითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეირჩნენ და პირისპირი ინტერვიუს სახით გამოკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარია 2,7 პროცენტი. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.