სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას გუშინ, 12 მაისს თავს დაესხნენ. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ თავდამსხმელები ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები არიან.

თორდიაზე თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.