არასამთავრობოები: თორდიაზე ძალადობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს
რვა არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას მიმართ ძალადობას, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში, არ შეიძლება ჰქონდეს რიგითი ცემის კვალიფიკაცია. ლაშა თორდია თავდასხმას თავისი სამსახურის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას და მასში სავარაუდოდ ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც სამართალდამცავ უწყებებში საზოგადოებაში არსებობს კითხვები, მნიშვნელოვანია, საქმის შესწავლა განახორციელოს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. სხვა შემთხვევაში მიმდინარე გამოძიებას არ ექნება სანდოობა საზოგადოების თვალში," - აღნიშნავენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
მათ მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს სამართალდამცავების შესაძლო მონაწილეობით ძალადობის საქმეების დაუსრულებელი გამოძიების გამო დაუსჯებლობა, საჯარო სივრცეში ძალადობრივი ფაქტების გავრცელებას ხელს უწყობს და დაუცველობის განცდას აჩენს.
"ასეთი ფაქტები და მათზე არაეფექტური რეაგირების ტენდენცია კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად შექმნის საჭიროებას, რომელიც გამოძიებეს საქმეებს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობა შეიძლება იკვეთებოდეს," - დასძენენ ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციები შემდეგი სახის მოწოდებებს ავრცელებენ:
- საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გაასაჯაროვონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
- საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით;
- საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დროულად გადადგას ნაბიჯები დაუსჯელობის პრობლემასთან საბრძოლველად და შეიქმნას ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- კონსტიტუციის 42- მუხლი;
- სიდა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები