თენგიზ ფხალაძე: რუსეთმა რბილი ძალის გამოყენება საქართველოში დიდი ხნით ადრე დაიწყო
როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო ქვეყანაში რუსეთის ე.წ. რბილ ძალასა და დეზინფორმაციას?
კიბერუსაფრთხოება და არატრადიციული, არაკონვენციური მეთოდებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა - ამ საკითხზე ვაშინგტონში ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ, როგორც ამერიკელი კანონმდებლები, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, რომელიც ვაშინგტონში რამსფელდის ფონდის მოწვევით იმყოფებოდა ამბობს, რომ აუცილებელია, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ საკითხის მიმართ ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ. საქართველოს წარმომადგენლებმა კი ყველა დონეზე ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ ის ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვიანებით ყირიმში თუ საერთოდაც, ვაშინგტონში იყო გამოყენებული, რუსეთმა მანამდე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.
"ვფიქრობ, საქართველოს მაგალითი ამ მხრივაც ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ე.წ. რბილი ძალის, როგორც მას ჩინოვნიკები უწოდებენ, არამედ ე.წ. ჰუმანიტარული პოლიტიკის გამოყენება საქართველოში ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ე.წ. თანამემამულეთა პოლიტიკას მოჰყვა პასპორტიზაცია აფხაზეთსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონში. ის ტექნოლოგიები კი, რაც საქართველოში იყო გამოყენებული, ერთი-ერთზე განმეორდა ყირიმში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა თანამედროვე, არაკონვენციური ტექნოლოგიები და საფრთხეები მოქმედებს დღეს საქართველოშიც და რეგიონშიც. თუ ჩვენ ამ საფრთხეების მიმართ ერთიანი პოზიცია და მიდგომა გვექნება, მაშინ მოვახერხებთ არა მხოლოდ იმას, რომ ეს საფრთხეები არ განივრცოს, არამედ იმასაც, რომ შევიმუშაოთ პრევენციის მექანიზმები", - ამბობს ფხალაძე და განმარტავს:
"სხვა შემთხვევაში ყოველთვის გვექნება ფაქტი, რომ ჯერ იყო საქართველო, სადაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რომ ამ რეგიონში შეიძლება ეს პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი და რომ ეს შეიძლება სხვებისთვისაც პრობლემა იყოს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად განმეორდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ რუსული "რბილი ძალის" და ინფორმაციული შეტევების თაობაზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენთან და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში არამედ აქაც, ვაშინგტონში, სადაც იგივე ტექნოლოგიები იყო გამოყენებული", - უთხრა ამერიკის ხმას თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში კიბერ ომი იყო, რასაც საკმარისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
"ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და აძლიერებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ეს ასევე მნიშვნელოვანია ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფოებისთვისაც."
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები