გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

უწყების ცნობით, გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა, რასაც, ასევე, დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლების დატოვებას მხოლოდ დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ შეძლებს.