სლოვაკეთის პრეზიდენტი: NATO-ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დავიცავთ
"სლოვაკეთი ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს",- აღნიშნული თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 15 მაისს, სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას და მისგანაც შესაბამისი მხადრდაჭერა მიიღო.
მედიისათვის განცხადებები ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა:
"კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც საქართველოს სახელით მას ნატოს სამიტზე პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვ".
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული ვითარების წინაშეა, ამიტომ სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა:
"როცა საქართველოში ვნახე მავთულხლართების იქით მხცოვრები ადამიანი, თვალი ამეხილა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი გაფრთხილება თითოეული ჩვენთაგანისათვის. რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე ფიქრობს".
ანდრეი კისკას განცხადებით, სლოვაკეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და სურს, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს და დაცულად გრძნობდეს თავს:
"ნატო-ს მომავალი სამიტი, იქნება პირველი სამიტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი მიიღებს მონაწილეობას, და მე მოუთმენლად ველი იმ შეტყობინებებს, მესიჯებს, რომლებსაც გაახმოვანებს ამერიკის პრეზიდენტი.
ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმინე ის ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს და ის მთლიანად გმობს, კვლავ და კვლავ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას.
საქართველოს მოსახლეობა საჭიროებს უსაფრთხოების შეგრძნებას. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. ამიტომ, ჩვენ ველით ნატო-ს სამიტისაგან ნათელ სიგნალს, გარდა იმისა, რომ ჩვენ შიდა საკითხებზე ვსაუბრობთ და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ, ველით ნატო-საგან სრულიად მკაფიო სიგნალს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ძალიან დიდ მხარდაჭერას საჭიროებს".
ანდრეი კისკას განაცხადებით, საქართველო - სლოვაკეთის თანამშრომლობის სივრცე უფრო და უფრო იზრდება.
საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველო - სლოვაკეთის მეგობრობასა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების მნიშვნელობაზე:
"ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელსაც უკვე ძალიან კარგი წინაპირობა გააჩნია.
პირველ რიგში, ეს არის ნატოს მომავალი სამიტი, რომელზეც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან ხმამაღლა გაგონილი ამ სამიტზე თქვენი და ჩვენი სხვა მეგობრების პოზიციიდან გამომდინარე.
ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ იმ გზებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაციას ეხება".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები