მოლეკულური პრეზერვატივი - მეცნიერები უნივერსალური კონტრაცეპციის ახალ მეთოდზე მუშაობენ
შესაძლოა, სულ მალე, ბაზარზე ახალი, უნივერსალური კონტრაცეპტივი შემოვიდეს, რომელიც ორივე სქესისთვის ეფექტური იქნება, არ აქვს ჰორმონალური გვერდითი მოვლენები და შეიძლება, კონტრაცეფციის მოწინააღმდეგეებიც არ გააღიზიანოს.
ახალ კვლევაში, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მცენარეებში არსებული ორი ქიმიური ნივთიერება სპერმას კვერცხუჯრედში შეღწევის უნარს აკარგვინებს.
ადამიანის სპერმას კვერცხუჯრედამდე მისასვლელად, საკუთარ ზომაზე 24 ათასჯერ დიდი დისტანციის დაფარვა უწევს, რა დროსაც კუდის აქეთ-იქით ქნევით მოძრაობს. როდესაც სპერმა კვერცხუჯრედთან მივა, ამ დროს კვერცხუჯრედში შეღწევას შტოპორისებრი ტექნიკით ცდილობს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კვერცხუჯრედის დამცავ პელუციდურ შრეს ბურღავს. განაყოფიერების პროცესის ეს ბოლო ეტაპი სპერმის კუდში კალციუმის იონების გადასროლით ხდება.
სპერმას უნიკალური იონური არხი აქვს, რომელსაც კატსპერი ეწოდება. როდესაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს უახლოვდება, ეს იონური არხი პროგესტერონის სიახლოვის გამო აქტიურდება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არსებობს ორი სახის ქიმიური შენაერთი, რომლებიც სპერმის "ბურღვის" უნარს აქვეითებს. ყველაზე წარმატებულად კი ამ ამოცანას თავს ლუპეოლი და პრისტიმერინი ართმევენ.
ეს მცენარეული ქიმიკატები იმ მცენარეებში ჭარბობს, რომლებსაც ადამიანები უკვე დიდი ხანია მოიხმარენ. ლუპეოლი ალოეში, ყურძენში, ზეთისხილსა და კომბოსტოში გვხვდება. პრისტიმერინი უფრო იშვიათია და მიიღება ჭანჭყატისებრი მცენარის Tripterygium wilfordii-სგან, რომელსაც ჭქა-ქუხილის ღმერთის ვაზს უწოდებენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ნივთიერებებს პროგესტერონის მიმართ სპერმის მგრძნობელობის გაქრობა შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იონური არხები აღარ გააქტიურდება და სპერმა კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ვერ შეძლებს. მათი თქმით, ეს მეთოდი ათჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა კონტრაცეპტივები.
მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამ კვლევაზე მუშაობდა კომპანიის შექმნას გეგმავს, რომელიც ბაზარზე ამ მეთოდს იაფად შემოიტანს, ისინი თავიანთ აღმოჩენას მოლეკულურ პრეზერვატივს უწოდებენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები